Synonym: ფერმიხდილი, ფერდაკარგული, მკრთალი, პირმკრთალი, ფერმკრთალი, უფერო, უფერული, ფერგამქრალი, გაცრეცილი, გრემა, მქრქალი, მილულული (მილულული სახე), ჩათეთქილი, გაფითრებული, მილეული, (მთვარესავით მილეული), მინაზებული, მიმცხრალი, ადამიანის ფერი არ ადევს, მკვდრის ფერი ადევს, მიწისფერი (მიწისფერი ედო), მკვდრის სახე, უსისხლო, სისხლნაკლები, სისხლნაკლული, პირქარცი, ყვიციანი, მცხრალი (მთვარე), ცრიაგდება.
ასმათ შენცა ხარ მოწამე
ჩემისა ფერ-მიხდილისა. (შოთა)
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელ ქვეყანას ზედ მოჰფენოდა. (ილია)
ოჰ! ვით ყოველი, ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული. (ნ. ბარათაშვილი)
მასთან მთიები ცას ვერ გაანათლებდა, ყორნის ფრთა მისი წარბისაგან გრემა ქმნილიყო. (საბა)
ზარდანჩოს ფერი დასდებოდა. (ვ. ბარნოვი)
შიშისგან ტუჩის ფერი დაჰკარგა. (შ. არაგვისპირელი)
Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.