ჭა ჭდ ჭე ჭვ ჭი ჭკ ჭლ ჭმ ჭნ ჭო ჭრ ჭუ ჭყ
ჭაბ ჭად ჭავ ჭაკ ჭალ ჭამ ჭან ჭაო ჭაპ ჭარ ჭაქ ჭაღ ჭაშ ჭაჭ ჭახ

ჭამა

Relig. ტრაპეზობა
(ჭამს)
Synonym: მირთმევა (მიირთმევს), ხლება (გეახლება), შექცევა (სადილს შეექცევა), ილუკმება, პურმარილის გატეხა, იღმურძლება, მუცლის ამოჩხორვა, თქვლეფა, თქლაფათქლუფი, ქანქვლა, ტყვრომა (ტყვრება), სანსვლა (სანსლავს), შესანსვლა, ლოღნა, ღოღვა, შეჭმა, კნასვა (მცირე ჭამა), გაკნასვა, შექანქვლა, შეთქვლეფა, სვლეპა, ტორვა (მთელი ჯამი ლობიო მოტორა), მოსვლეპა, ჩახრამუნება (მგელმა ბატკანი ჩაახრამაუნა), ძგნარვა, მოხოხნა (ცოტა მოთოხნა, ბევრი მოხოხნა), ცეცხვლა (ცეცხლავს), ჩაცეცხლება (ჩაცეცხლა), ჩაბრაზვა (ჩაბრაზა), ხეთქვა, სკდომა (მიასკდა), ძღომა (მიაძღა), დაძლევა (წლევანდელი მოსავლის ყურძენი ჯერ არ დამიძლევია), შეტანება, მიტანება (ჩაის პური და ყველი მიატანა), მოლოკვა, მოლოშნა, ჩანთქმა, ჩაკვრეხა, შეხანხვლა, (მადიანი ჭამა) ბუსკნა (უმთავრესად ბავშვზე იტყვიან), (პატარ-პატარა ლუკმებით ჭამა) კუკნა, (ხარბად ჭამა), ლოშლოში (ლოშლოშით შესანსლა), თქლაფა-თქლუფი.

„თუ იაგო მესტუმრა, პური და მარილი გატეხა ჩემთან, იმას ვეღარ ეღალატების.“ (ა. ყაზბეგი)

„შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო.“
(აკაკი)

„ვაზის ძირში მიმჯდარმა ღოღნა დაიწყო“. (შ. არაგვისპირელი)

„დათვი თავის ძუნძულს თამაშობას უძახის და მგელი თავის თქლაფა-თქლუფს – ჭამასაო.“ (ანდაზა).

Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. – 559 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9