და დგ დე დვ დი დნ დო დრ დუ დღ
და დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაჩ დაც დაძ დაწ დაჭ დახ დაჯ

დაწყება

  1. colloq. სიფთა (დილის სიფთა)
    (დაიწყო)
    Synonym: შედგომა (შეუდგა მზადებას), შექმნა (შეიქნა დავა), ხელის მოკიდება (სწავლას ხელი მოჰკიდა), ხელის მიყოფა (ვაჭრობას მიჰყო ხელი), წამოწყება (წამოიწყო), ადგომა (ადგა და წერილი დაწერა), მოყოლა (მოჰყვა ბუტბუტს), ჩამოგდება (ლაპარაკი ჩამოაგდო), შემოძახება (სიმღერა შემოსძახა), მორთვა (მორთო ტირილი, ყვირილი, წუწუნი და მისთ.), დაჭერა (მზიანი დღეები დაიჭირა, ყინვები დაიჭირა), გუთნის გატანა (პირველი ხვნის დაწყება), გამართვა (მუშტი-კრივი გამართეს), ატეხა (ჩხუბი ატეხა), ბარიშანის აშლა (ჩხუბის ატეხა), მოხსნა (მოხსნა პირი და ყველაფერი წამოაყრანტალა), ატყდომა (ქარიშხალი ატყდა), გაჩაღება (გაჩაღდა ომი), ენის ადგმა, ფეხის ადგმა (სიარულის დაწყება), აპარპალება (რხევის დაწყება), მოკიდება (ოჯახს მოეკიდა), ლაპარაკი ჩამოვარდა, ლაპარაკი ჩამოაგდეს, მოყოლა (მოხსნა პირი და მიჰყო ლანძღვა-გინებას), პირს მიჰყოფს (მადიანად მიჰყო პირი პურის ჭამას), ნაბიჯის გადადგმა, აღძვრა (სასამართლო დევნის აღძვრა), მოწევა (მოაწია ჟამმა), ამოვარდნა (ქარი ამოვარდა), აჭრა (ქარი აიჭრა), გაბმა (გააბა ტირილი, სიმღერა), ავარდნა (ტირილი აუვარდა), დაცხება (დაიწყე! დასცხე), დადგომა (გაზაფხულისა), ჩადგომა (სამსახურში).

    ხელი რად მიჰყავ ძველსა ვალებსა. (ბესიკი)

    შუაღამე გადავიდა,
    ატყდა, ატყდა ზარის რეკა.
    (აკაკი)
  2. Source: ნეიმანი, ალექსანდრე. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. - მე-3 გამოც. - თბ.: განათლება, 1978. - 559გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9