მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მახაროვანი


(ქც 1: 290,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 290,21), ბაგრატ კურაპალატის გუჯრის ნაწყვეტი (ქრონიკები 2004: 185), 1029-1033 წწ. „დაწერილი მელქისედეკ კათოლიკოსისა სვეტიცხოვლისადმი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 20).

ლოკალიზდება ახალქალაქის მუნიც-ში, თანამედროვე სოფელ ვლადიმიროვკის მახლობლად, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე. სოფელი მახაროვანი გვხვდება „მახარონის“ ფორმითაც. XI ს-ის მეორე მეოთხედში მახაროვანს აშენებს მელქისედეკ კათოლიკოსი.

მახაროვანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

დღევანდელი სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 0,5 კმ-ზე მდებარეობს ნასოფლარი და ეკლესია. ეკლესიის გარშემო შუა საუკუნეების სასაფლაოა. ეკლესიიდან 70 მ-ის დაშორებით აღმართულია 1,1 მ სიმაღლის მენჰირი. დარბაზული ეკლესია დაზიანებულია (ჯავახეთი 2000: 16).
 
ბიბლიოგრაფია: ქართ. სამართ. ძეგ.1970: 20; ქრონიკები 2004:185; ქც 1: 290,21; ჯავახეთი 2000: 16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9