მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მგე

მგელ-ციხე


(ქც 4: 719,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყარეობში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 719,9; 720, 5,7,9,24,26; 666,26; 721,24), „მესხური დავითნის ქრონიკა“ (სამი ისტ. ქრ. 1890: 88, 98), „მესხური მატიანე“ (სამხ. საქ. ისტ. 1961: 38, 43-47). „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 46-48, 50, 57, 142, 144), XVI ს-ის პირველი მეოთხედის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 56, 58, 68), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 32, 426, 427, 531), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 54, 175, 252, 255, 297, 393, 569, 701, 713, 754), 1731 წ. ქერის შესყიდვის ახალქალაქის ლივას დავთარი (ოსმალური დოკუმენტური ... 1987: 150).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ასპინძას ზეით, ჩდილოთ კერძოთ, არს მგელ-ციხე“ (ქც 4: 666,26).

ლოკალიზდება ჩილდირის მუნიც-ში. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სოფ. წყაროსთავის ახლოს (თაყაიშვილი 1909: 59; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 426, 427; თურქული წყაროები ... 1983: 68). ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

მგელ-ციხე თურქულ წყაროებში კურთ-კალედ იწოდება (თურქული წყაროები ... 1983: 68). XVI ს-ში მგელ-ციხე სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვანი და კარგად გამაგრებული ციხეა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 426). იმ პერიოდში ციხე ჯაყელთა საკუთრებაა. მასზე გადიოდა ახალციხე-არტაანიდან ანისისაკენ მიმავალი გზა (ბერძენიშვილი 1985: 111). 1578 წ. თურქთა ლაშქარმა ლალა-ფაშას მეთაურობით ციხეს ალყა შემოარტყა, მაგრამ ვერ აიღო (სამხ. საქ. ისტ. 1961: 163; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 426, 427). XVII ს-ის 20-იანი წლებიდან სამცხე-საათაბაგოს სხვა ციხეებთან ერთად მგელ-ციხე ოსმალთა ხელში გადადის (ცინცაძე 1974: 294).

მგელ-ციხეში შემორჩენილია კოშკებისა და საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევები. მთავარ კოშკთან თლილი ქვით ნაშენი ეკლესიაა (ზომები დაახ. 10X7 მ). შესასვლელები აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სარკმლები აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებზეა. კარებების თავზე რელიეფური ჯვრებია. ეკლესია დაზიანებულია (თაყაიშვილი 1909: 59, 60; ბერძენიშვილი 1975: 124).

მგელ-ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1996: 54-56; ბერიძე 1955: 19, 20; ბერძენიშვილი 1966: 92, 93; ბერძენიშვილი 1975: 124; 1985: 110-112, 115, 118; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 32, 426, 427, 531; თაყაიშვილი 1909: 59, 60; თურქული წყაროები ... 1983: 56, 68; ოსმალური დოკუმენტური ... 1987: 150; სამი ისტ. ქრ. 1890: 88, 98; სამხ. საქ. ისტ. 1961: 38, 43-47, 162-164, 169; ქც 4: 719,9; 720,5,7,9,24,26; 666,26; 721,24; ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 54, 175, 252, 255, 297, 393, 569, 701, 713, 754; ცინცაძე 1974: 290-296; ცხოვრება ... 1980: 46-48, 50, 57, 142, 144.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9