მონასტერი (ქც 4: 682,3, სქ. 1).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 178,4), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 682,3, სქ. 1), XIII-XV სს-ის ალის მონასტრის საბუთები (სამხ. საქ. ისტ. 1982: 32, 43, 47).
ვახუშტი ბაგრატიონი მერის მონასტრის შესახებ გადმოგვცემს: „აქავ არტანუჯს აღაშენა გორგასლან მონასტერნი მერისა, შინდობისა და ახიზისა“ (ქც 4: 682,3,სქ.1).
ლოკალიზდება კირჩხალის წყლის (მდ. იმერხევის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში (ინგოროყვა 1954: 344). ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.
წყაროები მერის მონასტრის აგებას მიაწერენ ვახტანგ გორგასალს (ქც 1: 178,4; ქც 4: 682,3, სქ. 1). VIII ს-ის 30-იან წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად მერე, ისევე როგორც მთელი კლარჯეთი, განადგურდა. IX ს-ის დასაწყისში, აშოტ კურაპალატის (გარდაიცვალა 826 წ.) დროს კლარჯეთში დაიწყო სამონასტრო აღმშენებლობა. მერის ღვთისმშობლის განახლებული ეკლესია დედათა მონასტრად იქცა. მისი პირველი წინამძღვარი ფებრონია ყოფილა (ინგოროყვა 1954: 343, 344; მერჩულე 1963: 261, 263, 277, 278, 284-286).
მერის მონასტრის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ინგოროყვა 1954: 343, 344; მერჩულე 1963: 261, 263, 277, 278, 284-286; სამხ. საქ. ისტ. 1982: 32, 43, 47; ქც 1: 178,4; ქც 4: 682,3,სქ.1.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.