მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მერ მეტ მეღ მეჯ

მეღვრეკისი 

მონასტერი (ქც 4: 369,27; 370,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 369,27; 370,1), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 265, 277, 780; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 141; საქ. სიძ. 1899: 268; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 184), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 277, 279).

ვახუშტი ბაგრატიონი მეღვრეკისის შესახებ გადმოგვცემს: „დიდ ლიახუზედ არს მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო“ (ქც 4: 369,27).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, გორიდან 30 კმ-ზე, მდ. ლიახვის მარცხენა ნაპირზე.

წერილობით წყაროებში მეღვრეკისი პირველად იხსენიება XIV ს-ის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სიაში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 265, 277, 780).

მეღვრეკისში დგას რიყის ქვით ნაგები იოანე ნათლისმცემელის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (9,8X6,3 მ). სამხრეთით კარი და ორი სარკმელია, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელი. სახურავი ორფერდაა. სამხრეთით და დასავლეთით აქვს მინაშენები (სძა 1990: 79).

სოფლის დასავლეთ ნაწილში დგას რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი ცილინდრული კოშკი (დმ 7 მ). შესასვლელი ჩრდილოეთითაა. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია კედელში დატანებული კიბით. მეორე სართულის კედელში სათოფურებია. კოშკი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (სძა 1990: 79).

მეღვრეკისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: გიულდენშტედტი 1962: 277, 279; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 184; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 141; სძა 1990: 79; საქ. სიძ. 1899: 268; 370,1; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 265, 277, 780; ქც 4: 369,27.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9