მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მინ მის მიტ

მინდა ციხე


(ქც 4: 766,1,4; 811,18). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 766,1,4; 811,18). იმერეთის მეფე სოლომონ II-ის 1804 წ. სიგელი ბოძებული სოლომონ ლიონიძისადმი (საქ. სიძ. 1910: 569), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 109, 291; 1964: 153, 223, 259), იევლევისა და ტოლოჩანოვის იმერეთის სამეფოში ელჩობის „მუხლობრივი აღწერილობა“ (იევლევი 1969: 86, 166; ტოლოჩანოვი 1970: 152, 265).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ლუხუნის აღმოსავლით კიდის მაღალს კლდის გორასა ზედა და რიონს ჩდილოთ არს ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან, და ვის უპყრავს ციხე ესე, არს ერისთავი რაჭისა. ამ ციხისავე ძირს კოშკი დგას ლუხუნის კიდესა ზედა მცველად წყლისათვის“ (ქც 4: 765,21, 766,1-4).

მდებაროებს ამბროლაურის მუნიც-ში, მდ. რიონისა და ლუხუნის შესართავთან, ლუხუნის მარცხენა ნაპირზე, სოფ. წესის ტერიტორიაზე (გიულდენშტედტი 1962: 109; ბერაძე 1975: 146).

მინდა ციხე რაჭის საერისთავოს მნიშვნელოვანი ციხე იყო. მასზე გადიოდა ონიდან ქვემო რაჭაში და ქვემო სვანეთიდან რაჭაში მიმავალი გზები (ბერაძე 1975: 141-145). შედიოდა იმერეთის სამეფოს მესამე სადროშოში (სოსელია 1973: 146). XIII-XIV სს-ში მინდა ციხე სამეფო ხელისუფლებას ეკუთვნოდა. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) ის რაჭის ერისთავს გადასცა (სოსელია 1973: 75; ბერაძე 1983: 142). 1769 წ. რაჭის ერისთავის დასჯის შემდეგ სოლომონ I-მა (1752-1784) მინდა ციხე თავის საკუთრებად გამოაცხადა (ბურჯანაძე 1961: 113). სოლომონ II-მ (1789-1810) ციხე სოლომონ ლიონიძეს გადასცა, ხოლო იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ის რუსეთის ხელისუფლებამ როსტომ ერისთავის შთამომავლებს დაუბრუნა (ბერაძე 1983: 142).

მინდა ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე დგას სოფ. წესის აღმოსავლეთით. შემორჩენილია გალავანი და სამი კოშკი, რომელთაგან დასავლეთისა ცილინდრულია, ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის – ოთხკუთხა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. ის რამდენჯერმე გადაუკეთებიათ (ბერაძე 1989: 142).

ციხის აღმოსავლეთით ადრე შუა საუკუნეების მცირე ზომის დაზიანებული ეკლესიაა (ბერაძე 1989: 142).
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1975: 132-152, 141, 145, 146; 1983: 78, 141; ბურჯანაძე 1960: 87; 1961: 113; გიულდენშტედტი 1962: 109, 291; 1964: 153, 223, 259; გონიკიშვილი 1979: 57, 71, 164, 221; იევლევი 1969: 86, 166; რეხვიაშვილი 1982: 79; 1989: 199; 1992: 48, 53; საქ. სიძ. 1910: 569; სოსელია 1973: 75, 77; ტოლოჩანოვი 1970: 152, 265; უვაროვა 1894: 106, 107; ქც 4: 766,1,4; 811,18.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9