ქალაქი (ქც 1: 5,6).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 5,6), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 526,18).
ლოკალიზდება მტკვრისა და ალაზნის შესართავთან. დაფარულია მინგეჩაურის წყალსაცავით (ჭილაშვილი 1968: 61). ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში.
ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად ქალაქის დაარსება მიეწერება თარგამოსის ძეს, მოვაკანს, რომელმაც მამისაგან მიიღო ამიერკავკასიის გარკვეული ნაწილი – მდ. მტკვრისა და ალაზნის ქვემო წელი (ქც 4: 48,23). 1289 წ. მოვაკანში მონღოლებმა თავი მოჰკვეთეს მეფე დემეტრე II თავდადებულს (1271-1289). წყაროებში მოვაკანი უფრო ხშირად ქვეყანას აღნიშნავს (ქც 1: 67,20; 70,20; 136,14,20; 140,7; 141,2,6; 146,2; 217,2,6; ქც 2: 223,8; ქც 4: 52,5; 98,21; 118,22; 259,10,14; 286,12). VII ს-ის სომხურ გეოგრაფიაში მოვაკანი მუკანის სახელითაა წარმოდგენილი (პაპუაშვილი 1970: 56). X ს-ის არაბულ წყაროებში მოხსენიებული მუკანია მოვაკანი უნდა იყოს (მუსხელიშვილი 1980: 234).
მოვაკანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966ა: 584, 607; მუსხელიშვილი 1980: 234; პაპუაშვილი 1970: 56; ქც 1: 5,6, 67,20, 70,20, 136,-14,20, 140,7, 141,2,6, 146,2, 217,2,6; ქც 2: 223,8; ქც 4: 52,5; 98,21; 118,22; 259,10,14; 286,12; ჭილაშვილი 1968: 61.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.