(ქც 4: 594,27). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 594,27), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1925: 242-244).
მდებარეობდა ქიზიყში, ყარაღაჯის ახლოს. ვახუშტი ბაგრატიონი მოსაბრუნის შესახებ გადმოგვცემს: „არს ალაზანი ყურედ და მომდინარე მომრგუალივით და დაუტევებს შიგნით ადგილსა ზედა, ვითარცა კარით შესავალსა და მორტყმული არს წყლითა. აქ ჭარის პირისპირ ყარაღაჯის ბოლოს აღაშენეს ხანთა სასახლენი დიდშენნი, არამედ აწ არს ოხერ“ (ქც 4:594, 20-22).
ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, მოსაბრუნში სასახლე სელიმ ხანმა ააშენა XVII ს-ის 50-იან წლებში (გორგიჯანიძე 1925: 242– 244).
მოსაბრუნი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: გორგიჯანიძე 1925: 242-244; ქც 4: 594,27.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.