მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მოგ მოდ მოვ მომ მოს მოქ მოხ

მოხისი 

დაბა (ქც 4: 302,26; 376,26; 393,10; 396,22; 810,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 302,26; 376,26; 393,10; 396,22; 810,22), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 145; საქ. სიძ. 1899: 310; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 179, 264, 529, 530, 591, 776, 866, 987; 1972: 521, 554; 1974: 383; 1981: 508; 1985: 319, 932; ქრონიკები…1897: 196, 197, 327, 331, 348, 368, 420; მცირე ქრონიკები 1968: 38; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 133, 184), ცხოვრება საქართველოისა (ცხოვრება 1980: 40, 74, 153), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 40, 43, 47, 48), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 17), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 59), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 279).

ვახუშტი ბაგრატიონი მოხისის შესახებ გადმოგვცემს: „ვაყას ზეით არს ნაბახტევი და ნაციხვარი. სომანეთსა და ქუენა-ტკოცას შუა არს მოხისი, დაბა დიდი“ (ქც 4: 376,26).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მდ. დასავლეთ ფრონესა და სურამელას შორის, ქარელიდან 21 კმ-ზე.

წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 1392 წ. მცხეთის საეკლესიო მამულების სიაში (ქრონიკები 1897: 196, 197). 1512 წ. მოხისთან იმერეთის მეფე ბაგრატმა დაამარცხა თავისი ურჩი ძმა ვახტანგი. 1520 წ. მოხისთან მამია გურიელმა დაამარცხა ქართლის მეფე დავით X (1505-1525). XVII-XVIII სს-ში მოხისი მცხეთის საპატრიარქოს სოფელია. მოხისი შედიოდა ზემო ქართლის სადროშოში, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ. 1785 წ. მოხისთან ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა უკუაგდო თურქ-ლეკთა მოთარეშე რაზმები (სინ 1973: 99; გვასალია 1989: 80; სძა 1990: 378, 379). მოხისში გადიოდა მნიშვნელოვანი გზა – გორი – რუისი – საღოლაშენი – არადეთი – მოხისი – ვაყა – ბორჯომის ხეობა (კახაძე 1990: 378).

მოხისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მოხისიდან 1,5 კმ-ზე, ადგილ ნაომრების ფერდზე აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეების სამაროვანი. გაითხარა ერთი დაზიანებული ქვაყუთი (სძა 1990: 379).

მოხისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დგას აგურითა და ფლეთილი ქვით ნაგები, წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (15X9 მ), რომელსაც სამხრეთითა და დასავლეთით თაღოვანი შესასვლელები აქვს. საკურთხეველი სწორკუთხოვანია, რომლის წინ მოხატული კანკელია. აღმოსავლეთ კედელში სარკმელია, ხოლო გვერდით კედლებში – თაღოვანი ნიშები. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ ჩასმულ ქვაზე ამოკვეთილია შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერა და ქვის ჯვრის რელიეფური გამოსახულება. ეკლესიას დასავლეთიდან სამრეკლო აქვს მიშენებული, სამხრეთიდან – კარიბჭე. სამრეკლო ორსართულიანია. გადახურულია გუმბათოვანი კამარით. აგებულია 1811 წ. (სძა 1990: 379; გვასალია 1989: 18, 19).

მოხისში ეკლესიასთან დგას რიყის ქვით ნაგები XVII ს-ის ორსართულიანი კოშკი. ორივე სართული გადახურულია კამარებით. ნაგებობა დაზიანებულია. კოშკსა და ეკლესიას გარს უვლის გალავანი (სძა 1990: 379; გვასალია 1989: 18, 19).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 59; ბაგრატიონი 1986: 40, 43, 47, 48; ბაგრატიონი დავით 1941: 17; გიულდენშტედტი 1962: 279; გვასალია 1989: 18, 19; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 133, 184; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 145; მცირე ქრონიკები 1968: 38; სძა 1990: 378, 379; საქ. სიძ. 1899: 310; სინ 1973:99; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 179, 264, 529, 530, 591, 866, 987; 1972: 521, 554; 1974: 383; 1981: 508; 1985: 319, 932; ქრონიკები 1897: 196, 197, 327, 331, 348, 368, 420; ქც 4: 302,26; 376,26; 393,10; 396,22; 810,22; ცხოვრება ... 1980: 40, 74, 153.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9