მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მრა

მრავალძალი


(ქც 4: 765,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 765,9), „ამირეჯიბთა სიგელი“ (ქრონიკები 1897: 211), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 107, 119, 293; 1964: 301).

ვახუშტი ბაგრატიონი მრავალძალის შესახებ გადმოგვცემს: „ბარის წყალს ზეით არს მთაში მრავალძალს ეკლესია წმიდის გიორგისა და ჯუარი დიდი ოქროსი, სასწაულთმოქმედი“ (ქც 4: 765,8-10).

მდებარეობს ონის მუნიც-ში, სოფ. მთისკალთის მიდამოებში. მრავალძალი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მრავალძალის წმინდა გიორგის XI ს-ის დარბაზული ეკლესია (11X6,5 მ) დგას სოფლის გარეთ, მთის კალთაზე. ნაგებია თლილი ქვით. დაზიანებულია. შემორჩენილია აღმოსავლეთი ფასადი, ნახევარწრიული აფსიდი და ნიშები. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელზე შერჩენილია XI ს-ის ნუსხახუცური, ასომთავრული წარწერები და ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები (ბოჭორიძე 1994: 202, 203).
 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1994: 202, 203; გიულდენშტედტი 1962: 107, 119, 293; 1964: 301; სხირტლაძე 1982: 40-49; უვაროვა 1894: 122-127; ქც 4: 765,9; ქრონიკები 1897: 211.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9