დაბა (ქც 4: 755,6; 756,19,27,29).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 755,11; 756,19,27,29), XI, XIII, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 48, 129; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 43, 143; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 179; 1970: 426, 481; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 147; საქ. ისტ. ქრონიკები... 1980: 266), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 53, 63, 82, 99), პროკოპი კესარიელის „საისტორიო თხზულება“ (პროკოფი კესარიელი 1965: 208), ალექსი იევლევის იმერეთის სამეფოში ელჩობის „მუხლობრივი აღწერილობა“ (იევლევი 1969: 86, 166), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 133, 169, 303).
ვახუშტი ბაგრატიონი მუხურის შესახებ გადმოგვცემს: ჩიხორისა და სკანდას „ზეით, ზუსაზედ არს დაბა მუხური“ (ქც 4: 756,26,27).
მდებარეობს ტყიბულის მუნიც-ში, ტყიბულიდან 9 კმ-ის დაშორებით, მდ. ძუსის ზემო წელში.
მუხურა შესაძლოა VI ს-ში ბიზანტიურ წყაროებში არსებულ გეოგრაფიულ პუნქტს – მოხრის წარმოადგენდეს (პროკოფი კესარიელი 1965: 208). მუხურა ქართულ წყაროებში პირველად XI ს-ში მოიხსენიება (ქრონიკები 1897: 48; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 43), 1246-1250 წწ. მუხურის ორი გლეხი გელათს ეკუთვნოდა (ქრონიკები 1897: 129), XVIII ს-ში მუხურიდან 30 მცხოვრები კათოლიკოს მალაქიას ლაშქარში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 481), 1664 წ. გედეონ ლორთქიფანიძემ მუხურასთან მიწა შეისყიდა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 147), 1768 წ. სოლომონ I-მა (1752-1784) დაამარცხა ტახტის მაძიებელი თავის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე და მუხურის ციხეში დაატყვევა. 1791 წ. სოლომონ I-მა ერთგულების სანაცვლოდ მძევლად აიყვანა კონსტანტინე დავითის ძე და მუხურის ციხეში დაატყვევა (ბაგრატიონი 1941: 63). 1796 წ. სოლომონ II-მ (1789-1810) მუხურის ციხეში დააპატიმრა შეთქმულების მონაწილე, თავისი შვილიშვილი გიორგი. დაპატიმრებული გიორგი 1806 წ. გათავისუფლდა (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 67, 99).
მუხურა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფ. მუხურის ჩრდილოეთით დგას შუა საუკუნეების ციხესიმაგრე „მოდამნახე“, რომელიც „შეუპოვარის“ სახელითაცაა ცნობილი.
სოფ. მუხურას მახლობლად, მთაშავაზე შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ელდათის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 63, 67, 99; გიულდენშტედტი 1962: 133, 169, 303; იევლევი 1969: 86, 166; პროკოფი კესარიელი 1934: 208; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 147; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 266; ქც 4: 755,11; 756,19,27,29; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 43, 143; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 179; 1970: 426, 481; ქრონიკები 1897: 48, 129; ხახანაშვილი 1911: 8, 14.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.