მუხნარი (ქც 4: 350,1, 351,27, 352,26,27).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 43,20; 55,10; 109,9), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 150,17; 202,21; 212,10), მატიანე ქართლისა (ქც 1: 270,11; 310,18, 311,1), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (ქც I: 361,18), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 296,19; 303,8; 305,12; 309,1), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 332,19; 342,17; 350,25,28,29; 351,9,16; 355,25; 359,1; 373,17; 387,2; 391,5; 392,27; 405,12; 407,17; 413,2-4; 414,22; 415,9,14; 417,7-15; 418,22; 422,23; 433,18; 443,12; 462,32; 478,5; 488,25-27; 494,1-4; 528,1-5), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 102,14; 136,7; 164,28; 239,22,23; 244,15; 258,20; 270,3; 339,სქ.1; 340,9,10; 347,26; 348,3; 350,1; 351,27; 352,26,27; 354,12; 359,9; 364,18; 382,8; 385,12; 393,17,22,23; 396,25; 402,24; 407,18,20; 411,8,28; 413,5,9; 425,16; 429,24; 433,10; 436,18,28; 439,21; 495,24; 497,22; 500,10; 502,16; 506,25; 507,12; 510,4; 511,21; 512,7; 535,16; 571,11; 578,17; 587,13; 596,11,15; 623,1,2; 709,12; 722,12; 828,1), IX-XVIII სს-ის ისტორიული დოკუმენტები (ქრონიკები 1897: 6, 148, 182, 197, 204, 217, 320, 324, 332, 395, 428, 445, 446, 462; 1967: 90, 598; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 16, 272, 276, 334, 398; 1970: 190, 257, 348; 1974: 147, 152, 653; 1977: 690, 692, 693, 711; 1981: 142, 143, 384, 385, 657; 1985: 44, 371, 372, 544, 545, 637, 692, 693; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 69, 110, 135; დოკ. საქართველოს სოც. ისტ. 1940: 153, 184; 1953: 135, 158, 176, 235; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 56, 60, 64, 78, 89, 143, 161; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 146, 147; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 60, 170, 215; 1953: 262, 305; 1955: 59; ქართულ-სპარსული ... 1955: 137), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 48), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 47, 57, 90, 96, 97, 139, 146, 199, 200, 228, 244), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 50), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34, 80), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 5, 7, 53, 57, 95, 275; 1964: 129, 131, 145, 227, 229), დე გრაი დე ფუას რელაცია (დე გრაი დე ფუა 1985: 44, 46, 51), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთისა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 350), კოხისა და სპენსერის ცნობები საქართველოს შესახებ (კოხი და სპენსერი 1981: 248, 258).
მუხრანი (მუხნარი) აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, მხოლოდ XVIII ს-ის 70-იანი წლებიდან მუხრანი აღნიშნავს ერთ დასახლებულ პუნქტს – ძველ სოფელ შიოსუბანს. სახელწოდება წარმოდგება „მუხიდან“. მუხრანის მხარე ძირითადად მოიცავდა მუხრანის ველს. ვახუშტი ბაგრატიონი სამუხრანოში 56 სოფელს ასახელებს. ანტიკურ ხანასა და ადრეულ შუა საუკუნეებში მუხრანი ქართლის მეფეთა მფლობელობაში შედიოდა. VIII-IX სს-ში ის კახეთის ხელში გადადის და ზედაზნის ციხის მეპატრონენი, ძაგანისძენი ეუფლებიან. 1123 წ. დავით აღმაშენებელმა (1089-1125) ძაგანისძეებს მუხრანი ჩამოართვა და სამეფო საკუთრებად აქცია. 1512 წ. ქართლის მეფის დავითის (1505-1525) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი მიიღო და ასე შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათავადო ქართლში – სამუხრანბატონო (გვასალია 1983: 106, 107).
მუხრანის ველზე მრავალი არქეოლოგიური ძეგლია: ნარეკვავის სამაროვანი და ნამოსახლარი, ჩარდახის სამაროვანი, წეროვნის სამაროვანი და ნამოსახლარი, ქანდის სამაროვანი და სხვა.
სოფ. მუხრანის ტერიტორიაზე მცირემასშტაბიანი გათხრები ჩაატარა ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. ბოხოჩაძე). 1973 წ. სოფლის აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, ადგილ ჭაპურში ექსპედიციამ მიაკვლია გორანამოსახლარს, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები „მელიების გორას“ უწოდებენ. ნამოსახლარზე ზედაპირულად აიკრიფა მტკვარ-არაქსისა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მასალები (ბოხოჩაძე 1974: 54-59). 1983 წ. მუხრანში გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა გვიანი ანტიკური ხანისა და ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარი და სამაროვანი. მშენებლებმა არქეოლოგებს გადასცეს 2 ყელწიბოიანი დოქი, რომლებიც დამზადებული იყო კარგად განლექილი თიხისგან და გამომწვარი იყო მოვარდისფროდ. ნამოსახლარზე გაითხარა ნაგებობების ნაშთი, მარანი 6 ქვევრით და სამეურნეო ორმოები, რომლებშიც აღმოჩნდა მდიდარი არქეოლოგიური მასალა. სამარხების ნაწილი მშენებლობის დროს დაზიანდა, აქვე აღმოჩნდა ერთი დაზიანებული ქვევრსამარხი. ნამოსახლარი და სამაროვანი თარიღდება ახ. წ. I-VI სს-ით (ბოხოჩაძე 1986: 42-48). 1990 წ. „მამულაანთ მიწებზე“ გაიწმინდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დანგრეული ყორღანი, რომლის დმ 52 მ იყო, ხოლო წრიული ფორმის დასაკრძალავი კამერის დმ 8 მ-ს უდრიდა. ყორღანი გაძარცული იყო და თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა. 1991 წ. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანში გაითხარა ყორღანი, რომელსაც „ნაცრიგორას“ უწოდებენ. ყორღანის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჩამოჭრეს. მისი დმ 50 მ, ხოლო სიმაღლე 5 მ იყო. ყორღანის ყრილი მდინარეული ხრეშის (0,3-0,8 მ), სუფთა მიწის (0,3-0,6 მ), მოზრდილი რიყის ქვებისა და ისევ მიწის (1,5-2,0 მ) შემცველი ფენებისგან შედგებოდა. მის ქვეშ, ყრილის ცენტრში, დაფიქსირდა წრიული ფორმის დასაკრძალავი ნაგებობა. მას საფეხურებიანი წაკვეთილი კონუსის ფორმა ჰქონდა. დასაკრძალავი ნაგებობის დმ მიწის ზედაპირზე 14 მ, ხოლო წაკვეთილი კონუსის თავთან 9 მ იყო; საფეხურის სიგანე 2 მ-ს, სიმაღლე კი 1 მ-ს უდრიდა. ყორღანის ყრილში მხოლოდ ობსიდიანის რამდენიმე ნატეხი აღმოჩნდა, მის ტერიტორიაზე დაფიქსირდა მოგვიანო ხანის ჩაშვებული სამარხი (ბოხოჩაძე, მირიანაშვილი 2004: 104-108).
მუხრანის ციხე-გალავანი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე. ციხე-გალავანი შედგება ციტადელისა და მასზე მიშენებული გალავნისაგან. ყველა ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. ციტადელი გეგმით თითქმის კვადრატულია (56X54 მ), კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას. ციტადელზე ჩრდილოეთიდან და აღმოსვლეთიდან მიშენებულია გეგმაში ოთხკუთხა გალავანი (155X160 მ). ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დგას კარის ეკლესია (13X7,5 მ), რომელიც დარბაზული ტიპისაა, ხოლო სამხრეთ კედელთან სასახლე იდგა. გალავანში დგას ორი ეკლესია: გრიგოლ განმანათლებლის გუმბათიანი ტაძარი (19,6X11,5 მ) და დარბაზული ეკლესია (14,1X5,8 მ). ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად მუხრანის ციხე-გალავანი XVIII ს-ის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წ. ძლიერ დაზიანებული ციხე-გალავანი კონსტანტინე მუხრანბატონს განუახლებია (ზაქარაია 1964: 150-156; 1973: 139-140; სძა 1990: 297-302).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი, 1983: 50; ბაგრატიონი, 1986: 34, 80; ბოხოჩაძე 1974: 54-59; 1986: 42-48; ბოხოჩაძე, მირიანაშვილი 2004: 104-108; გვასალია 1983: 106, 107; გიულდენშტედტი 1962: 5, 7, 53, 57, 95, 275; 1964: 129, 131, 145, 227, 229; დე გრაი დე ფუა 1985: 44, 46, 51; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 153, 184; 1953: 135, 158, 176, 235; ზაქარაია 1954: 150-156; 1973: 139-140; კოხი 1981: 248, 258; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 60, 170, 215; 1953: 262, 305; 1955: 59; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 146, 147; ორბელიანი 1981: 47, 57, 90, 96, 97, 139, 146, 199, 200, 228, 244; შარდენი 1975: 350; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 56, 60, 64, 78, 89, 143, 161; ჩხეიძის 1913: 48; სძა 1990: 297-302; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 69, 110, 135; ქართულ-სპარსული ... 1955: 137; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 272, 276, 334, 398; 1970: 190, 257, 348; 1974: 147, 152, 653; 1977: 690, 692, 693, 711; 1981: 142, 143, 384, 385, 657; 1985: 44, 371, 372, 544, 545, 637, 692, 693; ქრონიკები 1897: 6, 182, 204, 217, 320, 324, 332, 395, 428, 445, 446, 462; 1967: 90, 598; ქც 1: 43,20; 55,10; 109,9; 150,17; 202,21; 212,10; 270,11; 310,18; 311,1; 361,18; ქც 2: 296,19; 303,8; 305,12; 309,1; 332,19; 342,17; 350,25,28,29; 351,9,16; 355,25; 359,1; 373,17; 387,2; 391,5; 392,27; 405,12; 407,17; 413,2-4; 414,22; 415,9,14; 417,7-15; 418,22; 422,23; 433,18; 443,12; 462,32; 478,5; 488,25-27; 494,1-4; 528,1-5; ქც 4: 102,14; 136,7; 164,28; 239,22,23; 244,15; 258,20; 270,3; 339,სქ.1; 340,9,10; 347,26; 348,3; 350,1; 351,27; 352,26,27; 354,12; 359,9; 364,18; 382,8; 385,12; 393,17,22,23; 396,25; 402,24; 407,18,20; 411,8,28; 413,5,9; 425,16; 429,2; 433,10; 436,18,28; 439,21; 495,24; 497,22; 500,10; 502,16; 506,25; 507,12; 510,4; 511,21; 512,7; 535,16; 571,11; 578,17; 587,13; 596,11,15; 623,1,2; 709,12; 722,12; 828,1.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.