მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მუგ მუკ მურ მუს მუხ

მუსის ციხე


(ქც 4: 317,20). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 317,20).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ყარაბულახის „სამხრით არს ციხე მაღალი, კლდის ზღუდით მოზღუდვილი, წოდებული მუსის ციხე-ყალა“ (ქც 4: 317,19,20).

მდებარეობს დმანისის მუნიც-ში, ზურტაკეტში, მდ. ყარაბულახის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ქარიანთან, სუკალას ტერიტორიაზე (ხარაძე 1979: 219).

1986 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მაშავერას ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. კახიანი) დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა მუსის ციხის ტერიტორიაზე, სადაც აიკრიფა გვიანი ბრინჯაოს პერიოდისა და ანტიკური ხანის კერამიკის ფრაგმენტები, ხოლო ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი.

ციხე მდებარეობს მდ. ყარაბულახის მარჯვენა ნაპირზე. ციხედ გამოყენებულია ბუნებრივი მღვიმე. აქვს სამი სათოფური და ერთი სარკმელი. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით უხეშად დამუშავებული ქვით ნაგები შენობაა, რომელსაც შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, სარკმელი – სამხრეთიდან.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1982: 3-28, 27; გულისაშვილი 1900: №156; ქც 4: 317,20; ხარაძე 1979: 211-200, 219; 1991: 57.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9