მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მუგ მუკ მურ მუს მუხ

მუკუზანი


(ქც 4: 587,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 587,3), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 66), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 82, 83; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 511; 1977: 61; 1985: 464, 474).

ვახუშტი ბაგრატიონი მუკუზანს მოიხსენიებს კახეთის შაჰ-აბას I-ის წინააღმდეგ მეფე თეიმურაზ I-ის (1606-1648) საბრძოლო მზადებასთან დაკავშირებით: „შემოიკრიბნა თეიმურაზ სპანი კახთანი და გაავლო მუკუზნიდამ გაღმა მხრამდე ჯებირი და დადგა“ (ქც 4: 587,2-4).

მდებარეობს გურჯაანის მუნიც-ში, გურჯაანიდან 12 კმ-ის დაშორებით, სოფ. მუკუზანის ტერიტორიაზე.

მუკუზანი წყაროებში პირველად იხსნიება XVII ს-ის ამბების თხრობისას (ქც 4: 587,2-4). 1797 წ. ომარ-ხანმა გადაწვა მუკუზანი (ბაგრატიონი 1983: 66). XVIII ს-ის პირველ მეოთხედში მუკუზანში ცხოვრობდა 23 ყმა-გლეხი (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1867: 83). 1812 წ. კახეთის აჯანყების დროს აქ იდგა 3000 მეამბოხე (ბერძენიშვილი 1965: 454).

მუკუზანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) მიერ ჩატარებული დაზვერვითი ხასიათის სამუშაოებისას მუკუზნის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე გამოვლინდა ქვევრსამარხებით წარმოდგენილი ძვ. წ. III ს-ის სამაროვანი. სოფლის მიწებზე მიკვლეულია შუა საუკუნეების ნასახლარი (ფიცხელაური, დედაბრიშვილი 1969: 8).

მუკუზნის მიდამოებში შემორჩენილია: 1. ზეგანი მონასტერი – VII ს-ის სამეკლესიანი ბაზილიკა. 2. V ს-ის წმიდა მარინეს ეკლესია. 3. განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია. 4. შუა საუკუნეების გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები (ბარნაველი 1956: 47).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 66; ბარნაველი 1956: 47; ბერძენიშვილი 1965: 454; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 82, 83; ფიცხელაური, დედაბრიშვილი 1969: 8; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 511; 1977: 61; 1985: 464, 474 ; ქც 4: 587,3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9