მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მუგ მუკ მურ მუს მუხ

მუგუთი


(ქც 4: 368,16; 372,12; 511,6,7; 624,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 368,16; 372,12; 511,6,7; 624,9), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 160, 333, 335, 336; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 146; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 61), სეხნია ჩხეიძის „საქართველოს ცხოვრება“ (ჩხეიძე 1913: 41), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 201), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42).

ვახუშტი ბაგრატიონი მუგუთის შესახებ გადმოგვცემს: „გორიდამ ლიახვის მდინარის სიგრძე არს მაღრან-დვალეთამდე და დის მაღრან-დვალეთიდამ, აღმოსავლეთიდამ დასავლეთად, მუგუთამდე; მუგუთიდამ დის სამხრით გორამდე“ (ქც 4: 368,14-16).

მდებარეობს ჯავის მუნიც-ში, ჯავიდან 6 კმ-ის დაშორებით, მდ. მოგუთის (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, თანამედროვე სოფ. მოგუთის ტერიტორიაზე.

1729-1731 წწ. გივი ამილახვარი მაჰმადყული-ხანსა (1722-1733) და ოსმალთა ჯართან ერთად თავს დაესხა მუგუთში მყოფ თეიმურაზ მაჩაბელს და რაჭაში გააძევა (ქც 4: 511,6,7; ჩხეიძე 1913: 41; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 61; მაკალათია 1971: 22); XVII-XVIII სს-ში მუგუთი სამაჩაბლოში შემავალი სოფელია (გვასალია 1983: 113). XVIII ს-ში მუგუთში შემოსული ლეკები ქართველებმა გააძევეს (ორბელიანი 1981: 201). XVIII ს-ის მეორე ნახევარში ის ლიახვის ხეობაში შემავალი სოფელია (ბაგრატიონი 1986: 42).

მუგუთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აქ მდგარა ციხე-კოშკი, რომელიც ამჟამად დანგრეულია (მაკალათია 1971: 20).

ამავე სახელწოდების („მოგუთი“) სოფლები მდებარეობს: ზნაურის მუნიც-ში და მდ. ქციის მარცხენა მხარეს, ბოლნისის მუნიც-ში (ლორთქიფანიძე 1935: 331; ხარაძე 1991: 76).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 42; გვასალია 1982: 29-57; ლორთქიფანიძე 1935: 331; მაკალათია 1971: 5, 7, 19, 20, 22; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 146; ორბელიანი 1981: 201; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 61; 624,9; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 28, 31; ჩხეიძე 1913: 41; ქც 4: 368,16; 372,12; 511,6,7; ხარაძე 1991: 76; 1992: 120.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9