ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხულ ხუნ

ხუნანი

ციხე (ქც 1: 8,13; 12,2; 18,1; ქც 4: 60,26,27)
ციხე-ქალაქი (ქც 4: 324,10-12)
ქალაქი (ქც 1: 31,19).


იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 8,11,13,სქ.2; 12,2; 18,1; 24,14; 31,19; 43,23; 55,8; 68,20), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 48,10; 49,3; 57,11; 60,26; 110,18; 134,21; 266,23; 309,10,14; 310,1,17,სქ.2; 312,2; 318,26; 324,10,12,20,24,სქ2; 330,12,17,21; 408,26; 438,4; 446,3; 463,22; 472,10; 495,3; 498,29; 523,19; 556,6; 594,16; 616,1; 619,19,20; 620,13), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 145,22; 185,16; 199,4), დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი (ქც 1: 339,17), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 346,19; 367,8; 417,5,8; 430,14,15), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 25), XVIII ს-ის ქრონიკები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54), „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანი (ქართ. ცხ. 1953: 11), მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორია“ (ხორენაცი 1984: 106), ეპისტოლეთა წიგნი (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 97), უხტანესის „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ (უხტანესი 1975: 139), იოანე დრასხანაკერტელის „სომხეთის ისტორია“ (დრასხანაკერტელი 1965: 64), სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“ (ორბელიანი 1978: 25, 39, 40), ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორია“ (ვარდანი 1861: 147), მხითარ აირივანეცის „ქრონოგრაფიული ისტორია“ (აირივანეცი 1990: 80); „ჰოდუდ ალ-ალემი“ (ჰოდუდ ალ-ალემი 1977: 23), ალ-ისთახრის (ალ-ისთახრი 1901: 19, 31, 33), ალ-მუქადისის (ალ-მუქადისი 1908: 3, 6, 17, 18), იბნ-ჰაუკალის (იბნ-ჰაუკალი 1908: 92, 101), იაკუთის (იაკუთი 1964: 52, 79), ჰამდალაჰ ყაზვინის (ჰამდალაჰ ყაზვინი 1977: 15) თხზულებები; გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 79, 189).

ვახუშტი ბაგრატიონისა და სეხნია ჩხეიძის მიხედვით ხუნანი ლოკალიზდება ქცია-მტკვრის შესართავთან (ქც 4: 324,10-14; ჩხეიძე 1913: 25; ლორთქიფანიძე 1935: 378, 379). სხვა მოსაზრებით ხუნანი მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდ. თაუზჩაის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იქ, სადაც მტკვრის პირას აღმართულია მთა „თოფრახ-კალა“, რომლის სახელწოდებაც ზუსტი თურქული შესატყვისია ხუნანის მეორე სახელწოდებისა – „მტუერის ციხე“, რაც ნიშნავს ალიზით, მიწით ნაგებ ციხეს. ასე უწოდებს ხუნანს ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი (ქართ. ცხ. 1953: 11; მუსხელიშვილი 1977: 157, 158). ნაქალაქარი ხუნანი ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მდებარეობს თაუზის მუნიც-ში. ქ. თაუზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ-ის დაშორებით (ვაიდოვი, გულიევი 1974: 278, 279).

ისტორიული ტრადიციის თანახმად, ხუნანის ციხე ააშენა ქართველთა ეთნარქმა ქართლოსმა (ქც 1: 8,13). ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას სხვა ქალაქებთან და ციხეებთან ერთად ხუნანის ციხეც დახვედრია (ქც 1:18,1). ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა (ძვ. წ. IV-III სს) შექმნა ხუნანის საერისთავო, ცენტრით ქალაქ ხუნანში (ქც 1: 24,14). ვახტანგ გორგასალის ზეობისას (V ს-ის მეორე ნახევარი) ხუნანის ერისთავია ნერსარანი (ქც 1: 185,16). ქალაქი განადგურდა მურვან ყრუს შემოსევის (735-737) შედეგად. XVIII ს-ში ის ციხისა და დაბის სახით იყო შემორჩენილი (ქც 4: 324,10-16). 1723 წ. ქართლის მეფე ვახტანგ VI და კახეთის მეფე კონსტანტინე (მაჰმად-ყულიხანი) ერთმანეთს ხუნანში უნდა შეხვედროდნენ. ვახტანგის ძმამ იესემ კონსტანტინეს აცნობა, თითქოს ვახტანგს მისი შეპყრობა სურდა. შეხვედრა არ შედგა. ამის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა (ქც 4: 619,8-29, 620,1-17).

ხუნანის ძველი სახელწოდება ყოფილა „მტუერის ციხე“ (ქც 1: 8,13). ვახუშტი ბაგრატიონი „მტუერის ციხეს“ „მტკვრის ციხედ“ მოიხსენიებდა და აღნიშნავდა, რომ იმხანად უკვე დაბად ქცეულ სიმაგრეს მაჰმადიანები „ქალის ციხე – ყიზყალას“ უწოდებდნენ (ქც 4: 324,12,13). სომხურ წერილობით წყაროებში ხუნანი მოიხსენიება „ქუნანაკერტის“, „ჰნარაკერტის“, „ჰუნანაკერტის“ ფორმით (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 97; ხორენაცი 1984: 106; უხტანესი 1975: 139; დრასხანაკერტელი 1965: 64). ქართლის ცხოვრების ძველ სომხურ თარგმანში ციხეს ეწოდება „თოფრახ-ყალა“ (ქართ. ცხ. 1953: 11). არაბულ წყაროებში ხუნანი ზოგჯერ იხსენიება „ათ-თურაბის“ ციხის სახელით (იაკუთი 1964: 52), რაც არაბულად ნიშნავს „მიწის ციხეს“ და თურქულ „თოფრახ-ყალას“ ზუსტი შესატყვისია (ვაიდოვი, გულიევი 1974: 279).

1972 წ. ნაქალაქარის შესწავლა დაიწყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შექი-ზაქათალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნაქალაქარი განლაგებულია გეგმაში ოვალურ, დაახლოებით 150 მ სიმაღლის მთაზე, რომელიც ყველა მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. ნაქალაქარს უკავია 5,5 ჰა ფართობი. ნაქალაქარზე შემორჩენილია: ქვით ნაშენი სასიმაგრო კედლები და კოშკები; აგურის ნაგებობები; თიხის წყალსადენის მილები; ქვით ნაგები წყლის რეზერვუარები. გათხრებისას გამოვლინდა მრავალრიცხოვანი სადა და მოჭიქული კერამიკა, რომლებიც თარიღდება IV-XIII სს-ით. იქვე აღმოჩენილია შუა საუკუნეების სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ლითონის ნივთები, ქვის ხელსაფქვავები, მინის სამაჯურები, ბეჭდები, მძივები, მონეტები და სხვ. (ვაიდოვი, გულიევი 1974: 278, 279).
 
ბიბლიოგრაფია: აირივანეცი 1990: 80; ალ-ისთარხი 1901: 19, 31, 33; ალ-მუქადისი 1908: 3, 6, 17, 18; ბერძენიშვილი 1979: 60; გიულდენშტედტი 1962: 189; დრასხანაკერტელი 1965: 64; ეპისტოლეთა წიგნი 1968: 97; ვაიდოვი, გულიევი 1974: 278, 279; ვარდანი 1861: 147; იაკუთი 1964: 52, 79; იბნ-ჰაუკალი 1908: 92, 101; ლორთქიფანიძე 1935: 378, 379; მუსხელიშვილი 1974: 275-277; 1977: 153-158; ორბელიანი 1978: 25, 39, 40; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54; უხტანესი 1975: 139; ქც 1: 8,11,13,სქ.2; 12,2; 18,1; 24,14; 31,19; 43,23; 55,8; 68,20; 145,22; 185,16; 199,4; 339,17; ქც 2: 346,19; 367,8; 417,5,8; 430,14,15; ქართ. ცხ. 1953: 11; ქც 4: 48,10; 49,3; 57,11; 60,26; 110,18; 134,21; 266,23; 309,10,14; 310,1,17, სქ.2; 312,2; 318,26; 324,10,12,20,24,სქ.2; 330,12,17,21; 408,26; 438,4; 446,3; 463,22; 472,10; 495,3; 498,29; 523,19; 556,6; 594,16; 616,1; 619,19,20; 620,13; ჩხეიძე 1913: 25; ხორენაცი 1984: 106; ჰამდალაჰ ყაზვინი 1977: 23; ჰოდუდ ალ-ალემი 1977: 15.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9