ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნადაბური


(ქც 4: 379,15). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 379,15), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44, 45), XVII- XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 160; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 321; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 571), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 303).

ვახუშტი ბაგრატიონი ნადაბურს ახსენებს ხეფინის ხევის აღწერისას: „არს ვერტყვილამდე ქართლისა, და უწოდებენ ვერტყვილიდამ ნადაბურამდე ხეფინის-ხევსა“ (ქც 4: 379,15).

მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ში, ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ხარაგაულიდან 53 კმ-ის დაშორებით.

წყაროებში ნადაბური პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 160). XVIII ს-ში ნადაბური მირიან ბატონიშვილის საგამგებლოა (ბაგრატიონი 1986: 44, 45). აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ ერთ-ერთი გზა რიკოთის გადასასვლელით ნადაბურზე გაივლიდა: სურამი – ჩუმათელეთი – რიკოთის გადასასვლელი – ნადაბური – ძირულას ხეობა – ამაშუკეთი – უბისა – შროშა – შორაპანი (ბერძენიშვილი 1964: 2, 252).

ნადაბური არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფელში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები, რომელსაც მოსახლეობა ღაღანიძეების ციხეს უწოდებს.

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ნადაბურის გარდა, ამავე სახელწოდების სოფელი ახალგორის რაიონშიცაა, მდ. ლეხურას (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ახალგორიდან 19 კმ-ის დაშორებით.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44, 45; ბერძენიშვილი 1964: 2, 252; გიულდენშტედტი 1962: 303; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 321; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 160; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 571; ქც 4: 379,15.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9