ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნაოხარი


(ქც 4: 664,29). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 664,29), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 75), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 161).

ვახუშტი ბაგრატიონი ნაოხარის შესახებ გადმოგვცემს: „ბოცოს წყალზედ არს ნაოხარს სასახლე თამარ მეფისა, დიდშენი ... აწ ოხერ“ (ქც 4: 664,29, 665,1).

ლოკალიზდება ისტორიულ სამცხეში, ქვაბლიანის ხეობაში. ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ ხერხდება. შესაძლოა, ნაოხარი გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში მოხსენიებული (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 75) ახალციხის მუნიც-ის სოფელი „ნაოხრებია“.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 89; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 75; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 161; ქც 4: 664,29.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9