ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნარიმანი

ნარუმაკი, დაბა (ქც 4: 683,16, 22; 684,1,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 683,16, 22; 684,1,13), XVI ს-ის კათალიკოზის ხელქვეშეთი მღვდელმთავარნი და სამწყსონი სამცხე-საათაბაგოსი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 245); იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 82), XVI ს-ის პირველი მეოთხედის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 30, 32, 54, 62, 65, 66), ევლია ჩელების „მოგზაურობების წიგნი“ (ჩელები 1971: 303), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 145, 254, 258, 260, 576, 593, 595, 597), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 100, 101, 109, 114, 116, 117, 121, 122, 124, 125, 130, 131, 132, 134, 136, 137, 140, 143, 146, 147, 148, 152, 153, 154, 155, 156, 157, 168, 171, 172, 178, 180, 182, 185, 187, 188, 191, 192, 195, 197, 198, 200, 202, 204), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 315).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ოლთისს ზეით, ჭოროხის აღმოსავლის კიდეზედ, არს ნარუმაკი და აწ ნარიმანი, დაბა დიდი“ (ქც 4: 683,21-23).

ლოკალიზდება ისტორიულ ოლთისში, არზრუმის ოლქში. მდებარეობს მდ. ჭოროხის სათავესთან, თანამედროვე ქალაქ ნამირვანის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში (თურქული წყაროები ... 1983: 65; გიულდენშტედტი 1962: 315; მუსხელიშვილი 1980: 164-167).

ნარიმანი წყაროებში ნარუმაკის, ნარმანის, მამირვანის სახელითაცაა ცნობილი. XVI ს-ში ნარიმანი/ნარმუკი ნამურაკანის სახელწოდებით შედიოდა ბანელი ეპისკოპოსის სამწყსოში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 245; მუსხელიშვილი 1980: 166-167). თურქების მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, ნარიმანი XVI-XVIII სს-ში შევიდა ჩილდირის ეიალეთის მამირვანის ლივას, მამირვანის ნაჰიეში (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 593; ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 100, 101, 109, 114, 157, 171, 197, 200).

ნარიმანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 82; გიულდენშტედტი 1962: 315; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 145, 254, 258, 260, 576, 593, 595, 597; თურქული წყაროები ... 1983: 30, 32, 54, 62, 65, 66; მუსხელიშვილი 1980:164-167; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 245; ქც 4: 683,16, 22; 684,1,13; ჩელები 1971: 303; ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 100, 10 ბ, 109, 114, 116, 117, 121, 122, 124, 125, 130, 131, 132, 134, 136, 137, 140, 143, 146, 147, 148, 152, 153, 154, 155, 156, 157, 168, 171, 172, 178, 180, 182, 185, 187, 188, 191, 192, 195, 197, 198, 200, 202. 204.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9