კლესია (ქც 4: 375,25).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 316,7; 756,3; 375,25; 875,13), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (თაყაიშვილი 1907: 161; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 48; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 405; 1981: 92; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 25), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 58), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 51), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 8).
მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მდ. დასავლეთ ფრონეს (ფცისწყლის) მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ატოცის ტერიტორიაზე (მაკალათია 1963: 48).
ვახუშტი ბაგრატიონი ატოცის შესახებ გადმოგვცემს: „ბრეძის ჩდილოთ არს ეკლესია ატოცს, წმიდის გიორგისა, სასწაულიანი“ (ქც 4: 375,25).
„ქართლის ცხოვრებაში“ ატოცი ძირითადად იხსენიება წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით (ქც 4: 756,3, 375,25). იქ იმართებოდა გიორგობის დღესასწაული, რომელიც ატოცობის სახელით იყო ცნობილი (ჯავახიშვილი 1979: 89). XVIII ს-ის მეორე ნახევარში ატოცი რამდენჯერმე დაარბიეს ლეკებმა (ბაგრატიონი 1983: 51; გვასალია 1989: 19).
ატოცი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ატოციდან ცნობილია რამდენიმე შემთხვევითი მონაპოვარი. იქ აღმოჩნდა ახ. წ. I-II სს-ით დათარიღებული ბრინჯაოს იტალიკური ჭურჭლის (პატერის) ვერძის თავის ფორმის ყურის ფრაგმენტი (ლორთქიფანიძე 1968: 94; 1989: 366, 367). 1956 წ. სოფელში აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე II-ის (641-668) ვერცხლის მონეტა – ჰექსაგრამა. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (აბრამიშვილი 1965: 71).
ატოცის მახლობლად ცნობილია რამდენიმე ძეგლი: ნასოფლარი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, 2 კმ დაშორებით, ადგილ „ურმიხელში“. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. იქ გამოვლინდა რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთები, მოწითალოდ გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი მდებარეობს სოფლის დასავლეთით 0,8 კმ დაშორებით, ადგილ „კახურას ველზე“. ორმოსამარხებში დაკრძალული იყო კიდურებმოკეცილი მიცვალებულები, თავით ჩრდილო-დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირები, მოშავოდ გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭელი (სძა 1990: 358). მასალის შენახვის ადგილი უცნობია.
ციხე-გალავანი და ნასოფლარი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ციხე-გალავანი (52,2X50,3 მ) ნაგებია ფლეთილი ქვით. მართკუთხა ფორმის გალავნის კუთხეებზე გარედან მიშენებულია მრგვალი კოშკები. მათგან შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკის სამი სართული და სამხრეთ-დასავლეთი კოშკის ნაწილი გალავნის ფრაგმენტებით (ზაქარია 1968: 93).
ატოცის ტერიტორიაზე დარბაზული ტიპის რამდენიმე ეკლესიაა (სძა 1990: 357-359).
- ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 71; ბაგრატიონი 1983: 51; ბაგრატიონი 1986: 43; ბაგრატიონი დავით 1941: 8; გვასალია 1989: 19; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 48; ზაქარაია 1968: 93; თაყაიშვილი 1907: 161; ლორთქიფანიძე 1964: 214; 1968: 94; 1989: 366, 367; მაკალათია 1963: 48; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 25; სძა 1990: 357-359; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 405; 1981: 92; ქც 4: 316,7; 756,3; 375,25; 875,13; ხერხეულიძე 1989: 58; ჯავახიშვილი 1979: 89.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.