ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნაქალაქევი

სოფელი, ქალაქი, დაბა (ქც 4: 673,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 290,22), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 673,1), XI, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. დოკ. 1967: 329; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22; 1972: 325, 521; 1974: 674; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26; ქრონკები 1892: 185; 1897: 33; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 162; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 57, 400; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 278, 279, 280), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 56, 81), XVII ს-ის ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 111), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართვლოში“ (გიულდენშტედტი 1962: 217).

ვახუშტი ბაგრატიონი ნაქალაქევის შესახებ გადმოგვცემს: „ვარძიას ზეით, ხრამის თავს, სამღერეთს მტკუარს მოერთვის ერუშეთის მდინარე ... ამ წყალზედ არს სამღერეთის დასავლით, ნაქალაქევი, სადაც იყო ქალაქი, და აწ არს დაბა“ (ქც 4: 672,21-24; 673,1).

ლოკალიზდება სამხრეთ საქართველოში, ერუშეთში, მდ. მტკვრისა და ერუშეთის წყლის შესართავთან (ბაქრაძე 1875: 110). ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში. ნაქალაქევის ზუსტი ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა. ამ სახელით ცნობილი პუნქტი კიდევ ჩანს ჯავახეთში. ნაქალაქევი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება IV ს-ის ამბების თხრობისას. იქ აუშენებიათ ეკლესია მირიან მეფის თხოვნით იმპერატორ კონსტანტინეს მიერ გამოგზავნილ ოსტატებს (ქც 4: 673,1-5). ამ ეკლესიაში მჯდარა ეპისკოპოსი, მწყემსი ერუშეთისა და არტაანისა, მტკვრის დასავლეთისა (ქც 4: 673,5,6). მელქისედეკ კათოლიკოსმა XI ს-ში ააშენა სოფ. ნაქალაქევი და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა (ქც 1: 290,22; ქართ. დოკ. 1967: 329). 1543 წ. ნაქალაქევი გერმანოზიშვილებს ეკუთვნოდა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 162), XVII ს-ში სოფ. ნაქალაქევი არტაანის ლივაში შედიოდა (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 111). XVIII ს-ში იქ ეკლესია კიდევ მდგარა, თუმცა უკვე ცარიელი ყოფილა (ქც 4: 673,6,7). ნაქალაქევი მდებარეობდა ჯავახეთიდან არტაანისაკენ მიმავალ გზაზე (ბერძენიშვილი 1966: 103, 105).

ნაქალაქევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 56, 81; ბაქრაძე 1875: 110; ბერძენიშვილი 1966: 103, 105; ბერძენიშვილი 1985: 80, 81, 113, 115; გიულდენშტედტი 1962: 217; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 313; ლორთქიფანიძე 1938: 335; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 57, 400; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 162; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 278, 279, 280; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26; ქართ. დოკ. 1967: 329; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22; 1972: 325, 521; 1974: 674; ქრონიკები 1892: 185; 1897: 33; ქც 1: 290,22; ქც 4: 673,1; ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 111; ხარაძე 1991: 103, 104.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9