ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნაღვარევი 

სოფელი, აგარა (ქც 1: 290,19).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 290,19), 1031-1033 წწ. მელქისედეკ კათოლიკოსის საბუთი (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22).

მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, ყიზილის ხევის მარცხენა მხარეზე, ხეოთის სამხრეთ-დასავლეთით 3,5 კმ-ის დაშორებით (სიხარულიძე 1964: 149).

წყაროებში პირველად იხსენიება XI ს-ში (ქც 1: 290,19). ნაღვარევი დიდი სოფელი ყოფილა. ნასოფლარზე შეიმჩნევა ნამოსახლარები, ნაეკლესიარი. ამჟამად ეს ტერიტორია სატყეო მეურნეობის კუთვნილებაა (ურავლის უბანი) (სიხარულიძე 1964: 149).

ნაღვარევის სახელით ცნობილი სოფლებია: 1. დუშეთის მუნიც-ში, მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, დუშეთიდან ჩრდილოეთით, 65 კმ-ის დაშორებით. 2. შუახევის მუნიც-ში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ჭვანის წყლის ხეობაში, შუახევიდან 35 კმ-ის დაშორებით. სოფ. ნაღვარევების ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: სიხარულიძე 1964: 149; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26; ქც 1:290,15.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9