(ქც 4: 355,7). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 355,7), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35).
მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, არაგვის ხეობაში, დღევანდელი სოფ. ნაღვარევის მახლობლად. სოფლის აღმოსავლეთით, შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მცირე ზომის (7X8 მ) დარბაზული ეკლესია. დასავლეთ ფასადზე მიშენებულია სამრეკლო (სძა 2004: 284).
ნაღვარევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 35; სძა 2004: 284; ქც 4: 355,7.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.