ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნახვეტა


(ქც 2: 387,16) იხსენიება ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველ ტექსტში (ქც 2: 387,16).

ლოკალიზდება ტაშისკარის მახლობლად.

1609 წ. ქართლში შემოჭრილი ოსმალებისა და ყირიმელი თათრების ლაშქარი ახალციხეში გადასვლას მტკვრის ხეობის გავლით ცდილობდა. სოფ. ბრბონაში ხის სახლები დაშალეს, მტკვარზე ხიდი გადეს, მდინარეზე გადავიდნენ და „დადგნენ ტაშისკარის ბოლოს ნახვეტაში“ (ქც 2: 387, 16; სინ 1973: 256).
 
ბიბლიოგრაფია: სინ 1973: 256; ქც 2: 387,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9