ნა ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნინ ნიქ ნიჩ ნიჯ

ნინიას ციხე


(ქც 4: 765,6,სქ.3; 848,14,18). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 765,6, სქ. 3; 848,14,18).

ვახუშტი ბაგრატიონი ნინიას ციხის შესახებ გადმოგვცემს: „რიონის კიდეზე ... არს წესი ... აქავ, რიონის კიდეზედ, არს ნინიას ციხე, კლდესა ზედა შენი“ (ქც 4: 765,6).

ნინიას ციხის ლოკალიზება ვერ ხერხდება. შესაძლოა, ის იყოს რაჭის სოფელ წესის (ამბროლაურის მუნიც.) მთავარ უბანში, რიონის ნაპირზე მდგომი უსახელო ციხის ნანგრევები (ბოჭორიძე 1994: 178).

1683 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე IV (1683-1690) რაჭის ურჩი ერისთავის, პაპუნას დასამორჩილებლად ნინიას ციხეს მიადგა (ქც 4: 848,14,18).

ნინიას ციხე (წესის ციხე) არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1994: 178; ქც 4: 765,6, 848,14,18.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9