ნა ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნინ ნიქ ნიჩ ნიჯ

ნიკოლაწმიდა

(ნიკორწმინდა) (ქც 4: 638,სქ.1; 764,8, სქ. 4; 824,11).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 638, სქ. 1; 764,8, სქ. 4; 824,11), ნიკორწმინდის XI ს-ის სიგელი (ქრონიკები 1897: 43, 44, 46, 49), პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 41, 45), იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის 1534 წ. გუჯარი (ქრონიკები 1897: 379), შეწირულობის სიგელი ბაგრატ III-ისა ნიკორწმინდისადმი (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 651), 1696-1700 წწ. მერაბ წულუკიძის შეწირულობის წიგნი (დას. საქ. საბ. 1921: 85), ლიხთ-იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 194), სოლომონ I-ის განჩინება (ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 275), 1778 წ. სოლომონ I-ის საბუთი (დას. საქ. საბ. 1921: 67), 1792 წ. შეწირულობის წიგნი სარდლის გიორგი წულუკიძისა (დას. საქ. საბ. 1921: 100), სოლომონ II-ის 1794 წ. შეწირულობის წიგნი (დას. საქ. საბ. 1921: 104), ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა (იევლევი 1969: 167), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 115, 131, 133, 209, 293; 1964: 25, 27, 155).

ვახუშტი ბაგრატიონი ნიკორწმინდის შესახებ გადმოგვცემს: „ხოტევს ზეით, ამის წყალსვე, ერთვის აგარის ხევი. ამ ხევზედ არს ნიკოლაწმიდა ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-დიდშენი“ (ქც 4: 764,7-9).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, რაჭის ქედის ჩრდილო კალთაზე, ახლანდელ სოფ. ნიკორწმინდის ტერიტორიაზე.

ნიკორწმინდა წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: „ნიკოლაწმიდა“ (ქც 4: 764,8), „ნიკოლაოსწმიდა“ (ქრონიკები 1897: 43, 44, 46, 49), „ნიკორწმიდა“ (გიულდენშტედტი 1962: 115). ის XI-XVIII სს-ში საეპისკოპოსო ცენტრი იყო.

ნიკორწმინდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ნიკორწმინდის ტაძარი ექვსაფსიდიანი ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა (სიგრძე 17,3 მ, სიგანე 13,3 მ, სიმაღლე 22 მ). ტაძარი XI ს-ის დასაწყისშია აშენებული (ბერიძე 1974: 145; ბოჭორიძე 1994: 94). ზოგიერთი მკვლევარი მის აშენებას ბაგრატ IV-ეს მიაწერს (ბროსე 1851: 55), ზოგი კი XV ს-ით ათარიღებს (უვაროვა 1894: 136). ტაძარი XVI ს-ში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის (1510-1565) მიერაა განახლებული. ტაძრის ინტერიერი მოხატულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილო აფსიდაში შემორჩენილი წულუკიძეთა საგვარეულოს პორტრეტები, რომლებიც XVII ს-ის მეორე ნახევარშია შესრულებული (ბოჭორიძე 1994: 103). ტაძრის დასავლეთის შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ბაგრატ III (957-1014). წარწერა 1010-1014 წწ. თარიღდება (ბოჭორიძე 1994: 95; სილოგავა 1980: 55). ტაძრის ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერები, რომლებიც XI, XII-XIII და XIII სს-ის პირველი ნახევრით თარიღდება (სილოგავა 1980: 98-102, 168-170). ტაძრის დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ კუთხეში ამოკვეთილია XVI ს-ის ასომთავრული წარწერა: „წმიდაო ნიკოლაოზ, მეოხ ეყავ მეფეს გიორგის მის მ(ოწყალებით?) ჭელიში ავაშენე ნიკოლაოზწმიდელმან საყვარელიძემან მელქისედეკ ამინ“ (ბოჭორიძე 1994: 98, 99). ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მხედრული წარწერები (ბოჭორიძე 1994: 108), აგრეთვე XVII ს-ის რელიგიური ხასიათის ბერძნული წარწერები (ყაუხჩიშვილი 1951: 169-182).
 
ბიბლიოგრაფია: ალადაშვილი 1957; ბერიძე 1959ა; 1974: 145; ბოჭორიძე 1994: 95, 98, 99, 103, 108; ბროსე 1851: 55; ბურჯანაძე 1959: 194; გიულდენშტედტი 1962: 115, 131, 133, 209, 293; 1964: 25, 27, 155; დას. საქ. საბ. 1921: 67, 85, 100, 104; იევლევი 1969: 167; სილოგავა 1980: 55, 98-102, 168-170; უვაროვა 1894: 136; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 41, 45; 1974: 275; 1977: 651; ქრონიკები 1897: 43, 44, 46, 49, 379; ქც 4: 638, სქ. 1; 764,8, სქ. 4; 824,11; ყაუხჩიშვილი 1951: 169-182.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9