ნა ნე ნი ნო ნუ
ნიკ ნინ ნიქ ნიჩ ნიჯ

ნიჯგორი


(ქც 4: 667,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 667,14; 671,27; 672,4,8; 675,16), XVI ს-ის თურქული ისტორიული საბუთი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 180, 181), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 217).

ვახუშტი ბაგრატიონი ნიჯგორის შესახებ გადმოგვცემს: დადეშის ხევის „შესართავს ზეით, ნიჯგორის პირისპირ, მტკუარს მოერთვის შულავრის ხევი, გამომდინარე ერუშეთის მთისა“ (ქც 4: 667,14). „ხოლო დასავლით მზღვრის ჯავახეთს ძუელად მტკუარი, და აწ ნიჯგორს ხერთვისს ზეითი, და წყაროსთავის დასავლით წარსული მცირე გორანი“ (ქც 4: 671,27).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ხერთვისის ციხის ჩრდილოეთით.

წყაროებში იხსენიება XVI საუკუნიდან (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 251, 252). XVIII ს-ში იქ იჯდა ჯავახეთისა და კოლას ფაშა (ქც 4: 675,16).

ნიჯგორი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: გიულდენშტედტი 1962: 217; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 180, 181; 1958: 251, 252; ქც 4: 667,14; 671,27; 672,4,8; 675,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9