ნა ნე ნი ნო ნუ
ნოკ ნოს ნოღ ნოხ

ნოსტე

ნოსტევი (ქც 4: 423,32; 424,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 423,32; 424,1), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 390,21,23; 409,12), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1909: 54; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 171; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 15; 1955: 469; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 166), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. თეძმის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ნოსტეს ტერიტორიაზე.

XV ს-ის დასაწყისში სოფ. ნოსტეში ივანე სააკაძემ მიიღო მამული. 1603 წ. გიორგი სააკაძემ რეზიდენცია სოფ. ფელიდან (მდ. ტანას ხეობა) ნოსტეში გადაიტანა. 1611 წ. ნოსტეში სტუმრობის დროს ქართლის მეფე ლუარსაბ II (1606-1615) გიორგი სააკაძის დაზე დაქორწინდა. დიდი მოურავის აღზევებით განაწყენებულმა თავადებმა ნოსტე რამდენჯერმე დაარბიეს (მაკალათია 1959: 20; ჯამბურია 1964: 21, 28, 32).

სოფ. ნოსტეში მიწის დამუშავების დროს დაზიანდა სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს ფოთლისებური სატევარი და დაკუთხულღეროიანი საკინძის ფრაგმენტი. ნივთები თარიღდება ძვ. წ. XIII ს-ით (ბარამიძე 1965: 58; ფიცხელაური 1973: 66).

1965-1967 წწ. ნოსტეში სააკაძეთა ნასახლარზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. პ. ზაქარაია). 1972-1973 წწ. ნოსტეს მიმდებარე ტერიტორია დაზვერა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კასპის არქეოლოგიურმა ექპედიციამ (ხელმძღ. გ. ცქიტიშვილი). სოფლის ჩრდილოეთით, 4 კმ-ის დაშორებით, ლაჯიანხევის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდა პალეოლითის ხანის სადგომი (ცქიტიშვილი ... 1974: 41).

სააკაძეთა XV-XVIII სს-ის ნასახლარი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, ფერდობზე. ნახევარწრიული კონტრფორსებით გამაგრებული გალავნის შიგნით იდგა კოშკი, სასახლე, საცხოვრებელი ნაგებობები, აბანო. კოშკი (5,5X5,5 მ) ექვსსართულიანია. აქვს სათოფურები და სალოდეები. სასახლე (13,5X18,5 მ) ორსართულიანი იყო. კოშკის აღმოსავლეთით გაითხარა აბანო. გალავნის გარეთ ჩრდილო-დასავლეთით აღმოჩნდა საჯინიბო (13,3X11,2 მ) (ზამთარაძე 1973: 89-107).

ნოსტეს მიდამოებში რამდენიმე ნასახლარი და ეკლესიაა (სძა 1990: 181-183).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 30; ბარამიძე 1965: 58; ბერძენიშვილი 1990: 27; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 171; ზამთარაძე 1973: 89-107; ზაქარაია 1973: 115, 116; მაკალათია 1959: 20; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 15; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 166; საქ. სიძ. 1909: 54; სძა 1990: 181-183; ქც 2: 390,21,23; 409,12; ქც 4: 423,32 ; 424,1; ფიცხელაური 1973: 66; ცქიტიშვილი ... 1974: 41; ჯამბურია 1964.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9