ნა ნე ნი ნო ნუ
ნოკ ნოს ნოღ ნოხ

ნოღა


(ქც 4: 751,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:751,17; 889,24), XVII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 478; ისტ. დოკ. 1958: 32; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 509), ლიხთ-იმერთის 1737 წლის რუკა (ბურჯანაძე 1957: 194), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 137, 297).

ვახუშტი ბაგრატიონი ნოღას შესახებ გადმოგვცემს: „ამაღლების ხევს ზეით მოერთვის რიონს ნოღის ხევი, მომდინარე ფერსათის მთიდამ სამხრით“ (ქც 4: 751,17).

მდებარეობს სამტრედიის მუნიც-ში, სამტრედიიდან 15 კმ-ის დაშორებით, მდ. ხევისწყლის ხეობაში.

სოფ. ნოღა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1925 წ. სოფ. ნოღაში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. XIII-XII სს-ით დათარიღებული ბრინჯაოს 3 სეგმენტური იარაღი (ქორიძე 1965: 89; 94). ნივთები ინახება ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
სოფ. ნოღაში დგას შუა საუკუნეების ციხე, რომლის მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
 
ბიბლიოგრაფია: ბურჯანაძე 1957; გიულდენშტედტი 1962: 137, 297; ისტ. დოკ. 1958: 32; ქრონიკები 1897: 478; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 509; ქც 4: 751,17; ქორიძე 1965: 89, 94.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9