(ქც 4: 379,6; 893,13). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 379,6; 893,13), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), XVIII ს-ის ისტორიული საბუთი (ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 929), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 309).
მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-ში, მდ. ზღვარულას (მდ. ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ხეობაში, დღევანდელი სოფ. ნუნისის ტერიტორიაზე.
ნუნისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ნუნისში დგას ღვთისმშობლის სამნავიანი ბაზილიკა (17X10 მ). ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებითა და შირიმით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესია განუახლებიათ 1900-იან წლებში. ეკლესიას ჰქონდა ოთხკუთხა გალავანი. მის გარეთ შემორჩენილი იყო შენობების ნანგრევები და ორი აკლდამა, რომელთაც მოსახლეობა „ეკვდერს“ უწოდებდა (ბოჭორიძე 1995: 256).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 45; ბოჭორიძე 1994: 256; გიულდენშტედტი 1962: 309; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 929; ქც 4: 379,6, 893,13.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.