(ქც 4: 352,15). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 352,15), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 45), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34, 80), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 205, 617, 1060).
მდებარეობს კასპის მუნიც-ში, დღევანდელი სოფ. ოკამის ტერიტორიაზე.
XV ს-ში ოკამი შედიოდა სამთავნელის სამწყსოში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 205, 617).
სოფ. ოკამი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფლის დასავლეთით, თანამედროვე სასაფლაოსთან ადრერკინის ხანის ნასახლარია, სადაც ზედაპირულად იკრიფება მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები (სძა 1990: 183).
სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით დგას XVIII-XIX სს-ის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (12X7,6 მ). ნაგებია აგურით, რიყისა და ფლეთილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან (სძა 1990: 183).
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძველ სასაფლაოზე დგას წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ნაგებია რიყის ქვით. განახლების დროს გამოუყენებიათ აგური. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან (სძა 1990: 183).
„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ოკამის გარდა, ცნობილია ამავე სახელწოდების სოფელი ქ. ახალქალაქის მახლობლად (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178; ოსმალ. დოკ. წყარ. 1987: 150).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 34, 80; ოსმალ. დოკ. წყარ. 1987: 150; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 205, 617, 1060; სძა 1990: 183; ქც 4: 352,15; ხერხეულიძე 1989: 45.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.