ობ ოზ ოთ ოკ ოლ ონ ოჟ ოს ოფ ოქ ოშ ოჩ ოძ ოხ
ოლთ

ოლთისი 

ქალაქი, ციხე (ქც 4: 169,3).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:169,3; 209,20; 589,21,29; 590,19; 657,1; 683,11,16,18,19,21,23, სქ. 4; 684,16; 725,2; 729,24; 835,14), მატიანე ქართლისა (ქც 1: 284,13), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 383,10), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 318,19; 344,18), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 213,12; 214,13), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2:402,30; 403,12; 437,12; 519,10; 524,17; 525,4; 526,7), XI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 152; 1897: 54, 453; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 313; 1970: 245; სამი ისტ. ქრ. 1890: 104; სამხ. საქ. ისტ. 1961: 48, 51, 53; მასალანი საქ. სტატ. 1907: 5, 37), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 82), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 86, 142), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 146,21, 162,20), XVI ს-ის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 13, 14, 23, 30, 42, 44, 50, 55, 62, 66), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ... 1979: 100, 103, 104, 108, 113, 114, 117-131, 137, 138, 141-145, 148, 149, 157, 169, 171, 173, 174, 177, 180, 182-184, 188-190, 198, 200-202), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 18, 38, 505, 561-573, 576-579, 583-590, 593, 595-603), ჰასან რუმლუს თხზულება „აჰსან ათთავრიხი“ (ჰასან რუმლუ 1966: 24).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ჭოროხის აღმოსავლეთის კიდეზედ არს ოლთისი, ქალაქი კარგი და კეთილ-ჰაოვანი. აქ არის ციხე მაგარი და დიდშენი. არს მეორე საჯდომი ათაბაგისა, ვითარცა ახალციხე“ (ქც 4: 683,19-21).

ლოკალიზდება არზრუმის ოლქში. მდებარეობს იმიერ ტაოში, მდ. ოლთისისწყლის შუა წელზე, თანამედროვე ქალაქ ოლთუს ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

ოლთისი, როგორც ქალაქი, IX-X სს-ში წარმოიშვა (მესხია 1983: 90). X ს-ში ოლთისი ქართველთა საკურაპალატოში შედიოდა და დავით III კურაპალატის საკუთრებაში იყო. დავითის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიამ ჩაიგდო ხელში (ჯავახიშვილი 1983: 30). 1021 წ. ბიზანტიასთან ომის დროს გიორგი I-მა (1014-1027) გადაწვა (ჯავახიშვილი 1983: 134). XI ს-ის 70-იან წლებში ოლთისს განაგებდა ბიზანტიის მოხელე გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელმაც ქალაქი გიორგი II-ს (1072-1089) გადასცა (ჯავახიშვილი 1983: 207). XIV ს-ში თემურ-ლენგმა ააოხრა. ეკლესიურად ბანელის სამწყსოში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 245). XVI ს-ის მეორე ნახევრიდან ოსმალებმა დაიკავეს (მესხია 1983: 143). წყაროებში იხსენიება „ოლთისნი“-ს, „ოლთი“-ს სახელებითაც.

ოლთისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

იქ შემორჩენილია ორი დაზიანებული ეკლესია. ორივე ოლთისის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ერთი მათგანი, წმინდა გიორგის ე. წ. ექვსაფსიდიანი ეკლესია, ნაგებია თლილი ქვით. შემორჩენილია რელიგიური ხასიათის მოხატულობის ფრაგმენტები, რომელზეც რამდენიმე ბერძნული ასოა. თარიღდება X ს-ით. ეკლესიის ტერიტორიაზე ნაპოვნია ბრტყელი ქვა, რომლის ორივე მხარეზე გაკეთებულია ასომთავრული წარწერა: I. „უფალო ღმერთო ძლიერო ქრისტე, შეიწყალე გაბრიელ, რომელმან ადიდა წმიდაი გიორგი და აღმართა წმიდაი გიორგის საკურთხეველი“. II. „ქ. დავითმა შექმნა ხელთაგან ქრისტე შეიწყალე გაბრიელ“ (ქვა ინახებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში). მეორე ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან და რამდენიმე სარკმელი. გადაკეთებულია (თაყაიშვილი 1938: 48, 49).

ოლთისის ციხე გეგმით ოთხკუთხაა. აქვს მაღალი გალავანი, მრგვალი კოშკებითა და სათოფურებით. დაზიანებულია (თაყაიშვილი 1938: 49).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 82; ბაქრაძე 1882-1883: 194-197; ბერძენიშვილი 1985: 3, 93; ბერძენიშვილი 1966: 92, 93, 104; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 18, 38, 505, 561-573, 576-579, 583-590, 593, 595-603; დადიანი 1962: 146,21, 162,20; თაყაიშვილი 1909: 80, 92, 93; 1924: 26; 1938: 3, 5, 46-51; 1960: 1-6; თურქული წყაროები ... 1983: 13, 14, 23, 42, 44, 50, 55, 62; მაკალათია 1938: 29, 31; მესხია 1982: 188; 1983: 91, 92, 123, 143, 233, 234; 1986: 169, 294; მეხუთე არქეოლოგიური ... 1882: 75; ჰასან რუმლუ 1966: 24; სამი ისტ. ქრ. 1890: 104; სამხ. საქ. ისტ. 1961: 48, 51, 53; ქართ. წარწ. კორ. 1980: 259-261; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 313; 1970: 245; ქრონიკები 1892: 152; 1897: 54, 453; ქც 1: 284,13; 318,19; 344,18; 383,10; ქც 2: 213,12; 214,13; 403,3,5,12; 437,12; 519,10; 524,17; 525,4; 526,7; ქც 4: 169,3; 209,20; 589,21,29; 590,19; 657,1; 683,12,16,18,19,21,23, სქ. 4; 684,16; 725,2; 729,24; 835,14; ჩილდირის ... 1979: 100, 103, 104, 108, 113, 114, 117, 118, 125, 127-131, 137, 138, 141-145, 148, 149, 157, 163, 166, 169, 171, 173, 174, 177, 180, 182-184, 188-190, 198, 200-202; ცხოვრება ... 1980: 53-55, 86, 142; ჯავახიშვილი 1983: 66, 71, 134, 160, 207; ჯანაშვილი 1915: 8, 17.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9