ობ ოზ ოთ ოკ ოლ ონ ოჟ ოს ოფ ოქ ოშ ოჩ ოძ ოხ
ონი

ონი 

დაბა (ქც 4: 747,19; 767,14; 16, 20, სქ. 2; 768,9; 850,12).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 747,19; 767,14; 16, 20, სქ. 2; 768,9; 850,12), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (სვანეთის ... 1986: 113; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 907, 969; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 253, 257; მასალანი საქ. სტატ. 1907: 104), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 103, 105, 107, 109, 123, 125, 127, 153, 291, 293).

ვახუშტი ბაგრატიონი ონის შესახებ გადმოგვცემს: „ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამხრით არს ონი“ (ქც 4: 767,14,16).

მდებარეობს მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე.

წყაროებში პირველად იხსენიება 1503 წ. ალექსანდრე მეფის სვანურ საბუთში, სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადასახადზე (სვანეთის ... 1986: 113). XVIII ს-ის პირველ ნახევარში ონი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო პუნქტი იყო (სინ 1973: 478). 1784 წ. დიდ ფეოდალებს, პაპუნა და ზურაბ წერეთლებს რუსების დახმარებით გადაეცათ ქალაქი ონი ვაჭრებითურთ (სინ 1973: 741). რაჭის მნიშვნელოვანი გზა ონზე გადიოდა. ღებიდან საგლოლოს გზა ჭიდროთას ციხის გავლით, რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა, რომლის გადალახვის შემდეგ ონამდე აღწევდა. აქედან გზა ქვემო რაჭის სოფლებისკენ მიემართებოდა (ბერაძე 1975: 145). ონში იყრიდა თავს ჩრდილო კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მიმავალი გზები.

ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები და კოლხური თეთრის განძი.

ონში დგას XIX ს-ის ორი დარბაზული ეკლესია: „საჯანის კარისა“ და წერეთლების კარისა (ბოჭორიძე 1994: 244-248). ასევე შემორჩენილია შუასაუკუნეების ციხის გალავნის ნანგრევები და სინაგოგა.

ონი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1975: 145; ბოჭორიძე 1994: 244-248; გამყრელიძე 2002; 39-49; გიულდენშტედტის 1962: 103, 105, 107, 109, 123, 125, 127, 153, 291, 293; მასალანი საქ. სტატ. 1907: 104; სინ 1973:741; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 253, 257; სვანეთის ... 1986: 113; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 907, 969; ქც 4: 747,19; 767,14; 16, 20, სქ. 2; 768,9; 850,12.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9