ობ ოზ ოთ ოკ ოლ ონ ოჟ ოს ოფ ოქ ოშ ოჩ ოძ ოხ
ოსი

ოსიაური


(ქც 4: 377,17,19). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 377,17,19), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 66, 88), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 449; საქ. სიძ. 1910: 128; ისტ. საბ. 1913: 13; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 125, 151; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 170; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 405; 1970: 355; 1972: 594; 1974: 606; 1981: 293, 619, 817; 1985: 169, 202, 203, 522, 715; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 89, 100), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 279).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ალის-წყლის დასავლეთით არს წყალი სურამისა. გამოსდის ლიხის მთას, მიერთვის ჩდილოდამ მტკუარს, ოსიაურს ზეით“ (ქც 4: 377,15-17).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, მდ. სურამისწყლის ხეობაში, თანამედროვე სოფ. ზემო ოსიაურის ტერიტორიაზე.

1629 წ. ხორეშან დედოფალს ოსიაური სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 170; ისტ. საბ. 1913: 13). 1772 წ. ოსიაურის ციხე ლეკებმა აიღეს (ხერხეულიძე 1989: 66, 88).

ოსიაური არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ზღუდერის წმინდა გიორგის დარბაზული (10,3X5,8 მ) ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით. ნაგებია ფლეთილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის კედელზე, სარკმლის ზემოთ რელიეფური ჯვრისა და ცხვრის თავის გამოსახულებაა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დგას ქვათლილებით ნაგები, გვიანი შუა საუკუნეების სამრეკლო (3,9X3,9 მ), რომელსაც აღმოსავლეთი და დასავლეთი მხრიდან აქვს თაღოვანი შესასვლელები (სძა 1990: 434).

ოსიაურის XVII-XVIII სს-ის ციხე დგას სოფლის ცენტრში. ნაგებია ფლეთილი ქვით. გეგმით კვადრატულია (10X10 მ). გალავანში სათოფურები და ოთხი კოშკია. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა (სძა 1990: 434).

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ოსიაურის გარდა, ამავე სახელწოდების სოფელი არის ახმეტის რაიონშიც.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44; გიულდენშტედტი 1962: 279; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 125, 151; ისტ. საბ. 1913: 13; სძა 1990: 434; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 170; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 89, 100; საქ. სიძ. 1910: 128; ქართ. სამართ. ძეგ 1965: 405; 1970: 355; 1972: 594; 1974: 606; 1981: 293, 619, 817; 1985: 169, 202, 203, 270, 522, 715; ქრონიკები 1897: 449; ქც 4: 377,17,19; ხარაძე 1992: 162; ხერხეულიძე 1989: 66, 88.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9