(ქც 4: 416,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 416,8; 773,22; 822,16), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 376,28; 533,4), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 427; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 102; ისტ. დოკ. ... 1958: 131; მცირე ქრონიკები 1968: 61, 71; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 431; 1970: 291, 502; 1974: 690; 1977: 430), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962:307).
მდებარეობს წყალტუბოს მუნიც-ში, წყალტუბოდან 65 კმ-ის დაშორებით, ახლანდელი სოფ. ოფშკვითის ტერიტორიაზე.
1593 წ. ოფშკვითში ქართლისა და იმერეთ-ოდიშის მმართველთა შორის გამართული ბრძოლა ქართლის მეფის დამარცხებით დამთავრდა (ქც 4: 822,10-16). ოფშკვითი წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: ოფიშკვითი (ქც 2: 376,28; ქც 4: 416,8), ოფისკუჭი, ოფიშკვიდი (მცირე ქრონიკები 1968: 61, 71), ოფიშუჭი (ქრონიკები 1897: 427), ოფშკვითი (გიულდენშტედტი 1962: 307), ოფისკვითი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 502).
ოფშკვითი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
აქ აღმოჩნდა ბრინჯაოს განძი, რომლის შემადგენლობაში იყო 15 კოლხური ცული, 25 სეგმენტი, ნამგლის 5 ნატეხი, ბრტყელი ცულისა და თოხის ნატეხი, მასიური რგოლი, ზოდის 2 ნატეხი. განძი თარიღდება ძვ.წ XII-XI სს-ით (ქორიძე 1965: 23, 113).
- ბიბლიოგრაფია: გიულდენშტედტი 1962: 307; ისტ. დოკ. ... 1958: 131; მცირე ქრონიკები 1968: 61, 71; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 102; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 431; 1970: 291, 502; 1974: 690; 1977: 430; ქრონიკები 1897: 427; ქც 2: 376,28; 533,4; ქც 4: 416,8; 773,22; 822,16; ქორიძე 1965: 23, 113.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.