მონასტერი (ქც 4: 375,25, სქ. 2).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:375,25, სქ. 2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43), XV, XVII სს-ის ის-ტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 107).
მდებარეობს ზნაურის მუნიც-ში, მდ. შუა ფრონეს ხეობაში, ზემო და ქვემო ოქონას ტერიტორიაზე.
ოქონაზე გადიოდა გზა ქართლიდან ზემო იმერეთში (ბერძენიშვილი 1966: 31).
ოქონა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ოქონას გარდა, ამავე სახელწოდების სოფელი ცნობილია თერჯოლის მუნიც-ში (ქსე 1984: 609).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; ბერძენიშვილი 1966: 31; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 107; ქსე 1984: 609; ქც 4: 375,25, სქ. 2.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.