ობ ოზ ოთ ოკ ოლ ონ ოჟ ოს ოფ ოქ ოშ ოჩ ოძ ოხ
ოშო

ოშორა


(ქც 4: 666,17,18) იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჟამთააღმწერელი (ქც 2: 252,15); ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 466,5,9; 666,17,18), XIV ს-ის შეწირულობის წიგნი (სამ. საქ. ისტ. 1982: 47).

ვახუშტი ბაგრატიონი ოშორას შესახებ გადმოგვცემს: „მტკუარს მოერთვის, წითელ კლდეს ზეით, ღობიეთის პირისპირ, ოშორის ხევი. ამ ხევზედ, ზემო ოშორას ზეით, არს მონასტერი გუმბათიანი, დიდკეთილად ნაგები და აწ ცარიელი“ (ქც 4: 666,17,18).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. ოშორას ტერიტორიაზე.

წყაროებში მოიხსენიება XIV ს-იდან (სამ. საქ. ისტ. 1982: 47).

სოფელში დგას XIV ს-ის დარბაზული ეკლესია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. XX ს-ის დასაწყისში ეკლესიაზე იყო წარწერა, რომელშიც იხსენიებოდა აწყური (ბოჭორიძე 1992: 27).
 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1992: 27; სამ. საქ. ისტ. 1982: 47; ქც 2: 252,15; ქც 4: 666,17,18.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9