ობ ოზ ოთ ოკ ოლ ონ ოჟ ოს ოფ ოქ ოშ ოჩ ოძ ოხ
ოჩა

ოჩანი

ციხე (ქც 4: 394,27; 532,3; 570,18).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 394,27; 532,3; 570,18), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 352,3; 490,25).

ვახუშტი ბაგრატიონი ოჩანის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „თიანეთის წყლის შესართავს ზეით, იორზედვე არს მთაში ციხე ოჩანისა, მაგარი და შეუალი, და შენი არს ორთა მდინარეთა შორის“ (ქც 4: 532,2-4).

მდებარეობს თიანეთის მუნიც-ში, ივრის ხეობის ზემო წელზე, მდ. ივრის პირას.

ქართლის მეფის დავით X-ის (1505-1525) ძმის, ბაგრატის მიერ კახეთის მეფის, ავგიორგის (1511-1513) მოკვლის შემდეგ დავით X-მ 1513 წ. კახეთზე გაილაშქრა და ის ქართლის სამეფოს შემოუერთა. მაშინ გარსევან ჩოლოყაშვილმა ავგიორგის შვილი ლევანი ოჩანის ციხეში გადამალა (ქც 2: 352,3). 1518 წ. ოსმალეთის სულთანმა ისმაილ I-მა გორი და სურამი დაიკავა. დავით X-მ მორჩილება ამჯობინა. ამით ისრაგებლეს კახეთის ფეოდალებმა, უფლისწული ლევანი გამოიყვანეს ოჩანის ციხიდან და კახეთში გაამეფეს (ქც 4: 570,18).

ოჩანის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ქც 2: 342,3; 490,25; ქც 4: 394,27; 532,3; 570,18.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9