(ქც 4: 353,7,10). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 353,7,10).
ვახუშტი ბაგრატიონი ოხერ-ხიდას შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო კუალად არაგვის პირს არს ოხერ-ხიდა, რომელსა ეწოდა პირველ ხიდარი, სადაცა აღაშენა ვარზაბაქარ ციხე და უკუჯდა ხევსა კახეთისასა და არაგვის პირს. მისაქციელიდამ და ოხერხიდიდამ ანანურამდე არს ვენახოვანი, ხილიანი და ოხერ-ხიდის ჩდილოთ არს ბოდორნას ქუაბნი გამოკუეთილნი და ციხე მაგარი“ (ქც 4: 353,7-12).
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.