ხა ხე ხვ ხი ხო ხრ ხუ ხც
ხიდ ხილ ხიმ ხირ

ხიდარი

ციხე (ქც 4: 353,8).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 136,9), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 353,8), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 243,8), მოქცევაი ქართლისაი (მქ 1963: 91), XII, XV სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 234).

ვახუშტი ბაგრატიონი ხიდარის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო კუალად არაგვის პირს არს ოხერ-ხიდა, რომელსა ეწოდა პირველ ხიდარი, სადაც აღაშენა ვარაზბაქარ ციხე და უკუჯდა ხევსა კახეთისასა და არგვის პირს“ (ქც 4: 353,7-9).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, სოფ. მისაქციელის ჩრდილოეთით, მდ. არაგვის ნაპირას.

სახელწოდება ხიდარი მიუთითებს იმაზე, რომ იქ მდ. არაგვზე გადებული იყო ხიდი (კვეზერელი-კოპაძე 1972: 62; ბერძენიშვილი 1966: 58). წყაროებში იხსენიება IV ს-ის მეორე ნახევრიდან (ქც 1: 136,9; ქც 4:3 53,8). მეფე არჩილის (V ს-ის 20-30-ანი წწ.) დროს ხიდარის ციხე უკვე დანგრეული ყოფილა (ქც 1: 243,8). XII ს-ის ბოლოს ხიდარი საკათალიკოსო სოფელია (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74), ხოლო XV ს-ში მას ერწო-თიანეთის საეპისკოპოსო ფლობდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 234). ხიდარზე გადიოდა თრიალეთიდან კახეთში მიმავალი ერთ-ერთი გზა (ჭილაშვილი 1970: 51, 79).

ხიდარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 58; კვეზერელი-კოპაძე 1972: 62; მქ 1963: 91; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 234; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 74; ქც 1: 136,9, 243,8; ქც 4: 125,2; 353,8; ჭილაშვილი 1970: 51, 79.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9