პა პე პი
პალ პან პატ

პალავრა

მონასტერი (ქც 1: 295,14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 295,14), XI ს-ის ისტორიული საბუთი (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26).

მდებარეობს შიდა ქართლში, მდ. ტანას ხეობაში (ჯავახიშვილი 1983: 38), ზუსტი ლოკალიზება ვერ ხერხდება. „მატიანე ქართლისა“ პალავრის შესახებ გადმოგვცემს: „შემდგომ ამისა წმინდამან მეუფემან კათოლიკოს-პატრიაქმან მელქისედეკ მოიგო ქართლს: მონასტერი პალავრა ოთხითა სოფლითა“ (ქც 1: 295,13-14).
 
ბიბლიოგრაფია: ქც 1: 295,14; ჯავახიშვილი 1983: 38.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9