პა პე პი
პალ პან პატ

პატივანი

პატიმანი, სოფელი (ქც 4: 326,2,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 326,2,5), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 47), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 129), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 141, 383; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 33; ლორთქიფანიძე 1935: 539).

ვახუშტი ბაგრატიონი ალგეთის მიდამოების აღწერისას აღნიშნავდა: „პატივანს ზეით კლდეკარ-დიდგორამდე არა არს ვენახნი და ხილნი ... პატივანს ქუეით ვაკეს არს ლოდი, რომელი გუალვასა თუ გარდააბრუნო და შენამო მოვალს წვიმა“ (ქც 4: 326,2-6).

მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიც-ში, მდ. ალგეთის ხეობაში, ლაკვის წყლისა და ალგეთის შესართავთან, ლაკვის წყლის მარჯვენა ნაპირზე (ლორთქიფანიძე 1935: 306, 309; 1938: 37).

1721 წ. აღწერით პატივანში იყო ორი მებატონე (ქაიხოსრო და დემეტრე თაყაიშვილები) და ორი გამომღები ყმა (ლორთქიფანიძე 1935: 539).

პატივანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიორგაფია: ბაგრატიონი 1986: 47; დადიანი 1962: 129; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 33; ლორთქიფანიძე 1935: 306, 309, 539; 1938: 37; საქ. ისტ. რუკა 1923; საქ. სიძ. 1920: 141, 383; ქც 4: 326,2,5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9