პა პე პი
პირ

პირღებული 

მონასტერი (ქც 4: 322,18).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 322,18).

ვახუშტი ბარატიონი პირღებულის შესახებ გადმოგვცემს: გვიანას მონასტრის „ქუემორ მონასტერი ქციას ხრამსა შინა პირღებულ, კლდე გამოკუეთილი, დიდითა შენობითა და ყოვლით შემკული, ზის არქიმანდრიტი. იტყვიან თამარ მეფის ქმნულსა“ (ქც 4: 322,18).

პირღებულის მონასტერი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, სამშვილდის სამხრეთ-დასავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით, მდ. ხრამის მარცხენა ნაპირზე.

კომპლექსში შედის მდიდრულად მოჩუქურთმებული ეკლესია, რომელიც თარიღდება XIII ს-ის პირველი ნახევრით. XVII ს-ის მეორე მეოთხედში ეკლესია შეაკეთეს. მიაშენეს კარიბჭე, რომლის თავზე დაცული წარწერის მიხედვით მონასტრის მეორედ აღშენება ეკუთვნის თბილელ ეპისკოპოსს ელისე საგინაშვილს. იმავე დროისაა ეკლესიის მახლობლად მდებარე ორსართულიანი სამრეკლო და წინამძღვრის პალატი. ეკლესიას ირგვლივ არტყია გალავანი. ეკლესიის მახლობლად მრავალი საცხოვრებელი, სამეურნეო ნაგებობა და ერთი მცირე ეკლესიაა (ციციშვილი 1979ა: 5). XVIII ს-ში პირღებული მონასტერი აბაშიშვილების (ბარათაშვილთა განაყარი) მფლობელობაში შედიოდა (ბერძენიშვილი 1979: 97, 117).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1979: 97, 117; ქც 4: 322,18; ციციშვილი 1979ა: 5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9