რე რი რკ რო რუ
რკი რკო

რკინის ციხე


(ქც 4: 329,17). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 329,17).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, სამადლოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით რკინის ციხე უქვიტკირო, კლდისაგან მოზღუდვილი ყოფილა (ქც 4: 329,17). იმ ადგილას ახლა შემორჩენილია ნანგრევები, რომელთაც აკურისის სახელით იხსენიებენ (ხარაძე 1991: 110).

რკინის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ქც 4: 329,17; ხარაძე 1991: 110.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9