რე რი რკ რო რუ
რეხ

რეხი

დაბა (ქც 1: 54,4; ქც 4:67,7; 129,25; 365,16,20,27).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (რეხაი) (ქც 1: 54,4), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:67,7; 129,25; 365,16,20,27), მატიანე ქართლისა (ქც 1: 255,9,11), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39), XIV, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 257, 890; 1972: 116, 433, 470, 520, 522, 554; 1974: 69; 1977: 311, 632; 1981: 40, 689, 699, 735; 1985: 168, 242, 386, 387, 587; ქრონიკები 1897: 197, 332; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 6, 182, 183; საქ. სიძ. 1910: 550; 1920: 95; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 112, 116, 117; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 154; 1955: 138).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ხოლო სამთავისის ჩდილოთ, ჭალას, შენობა დიდი სასახლეთა ... ჭალას ზეით არს დაბა რეხი, რომლისა გამო იწოდა მდინარე ესე“ (ქც 4: 365,12-16).

წყაროებში პირველად IX ს-ში იხსენიება. 842 წ. აქ მოხდა ბრძოლა ბაგრატ კურაპალატსა და თბილისის ამირა საჰაკს შორის (ქც 1: 255,9,11). IX ს-ის 40-იან წლებში რეხი ამირას მფლობელობაშია. XIV ს-ში ამილახვრის მფლობელობაში (ბერძენიშვილი 1964: 138; მაკალათია 1964: 7). XVIII ს-ში ლეკთა ხშირი შემოსევების შედეგად რეხის მოსახლეობა შეთხელდა. მათი ადგილი ქსნის ხეობიდან გადმოსულმა კორინთელებმა დაიკავეს და ამ ადგილს საკორინთლო უწოდეს (მაკალათია 1964: 42).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. საკორინთლოს ტერიტორიაზე (მაკალათია 1964: 42).

სოფ. საკორინთლო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საკორინთლოში XVIII ს-ის დარბაზული ტიპის ორი ეკლესიაა. „ნანაანთ წმიდა ნიკოლოზის ეკლესია“ (6,5X4,4 მ) დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და სამი სარკმელი აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებზე. „ქარის საყდარი“ (7,3X4,95 მ) დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით. ნაგებია რიყისა და თლილი ქვით. სამხრეთიდან აქვს მინაშენი (3,8X4,9 მ) და შესასვლელი. თითო სარკმელია აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებზე (სძა 1990: 191).

ამავე სახელწოდების სოფლები დასტურდება მდ. მეჯუდის ხეობაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 39; ბარნაველი 1959: 125; ბერძენიშვილი 1985: 102, 103; ბერძენიშვილი 1964: 33; 1966: 21-25, 27, 98, 113; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 6, 182, 183; მაკალათია 1964; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 104, 138, 512; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 175; მუსხელიშვილი 1977: 90; 1980: 137, 138; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 112, 116, 117, 189; საქ. სიძ. 1910: 550; 1920: 95; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 257, 890; 1972: 116, 433, 470, 520, 522, 554; 1974: 69; 1977: 69, 632; 1981: 40, 689, 699, 735; 1985: 168, 242, 386, 387, 587; ქრონიკები 1897: 197, 332; ქც 1: 54,4; 255,9,11; ქც 4:67,7; 129,25; 365,16,20,27; ხარაძე 1992: 103, 105.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9