რე რი რკ რო რუ
რუი რუს რუხ

რუხი 

ციხე (ქც 4: 779,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 779,5,8,9, სქ. 3,4; 864,11, 883,21), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 533,6), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 33), კინკლოსური ქრონიკა (მცირე ქრონიკები 1968: 60), ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 312, 321, 366, 517, 622, 637, 639; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 255, 670; სიგელები ... 1891: 382; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 255), 1770 წ. კაცია II დადიანის სიგელი იმპერატორ ეკატერინე II-ისადმი (ბროსე 1861: 228), ლიხთ-იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 195), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 180), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 115, 230, 248-250), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 325), ნიკოლაე ვიტსენის „მოგზაურობა ჩრდილო და აღმოსავლეთ აზია-ევროპაში“ (ვიტსენი 1705: 616), XVIII ს-ის თურქული წერილობითი წყაროები (ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 23-27; 30-40, 45-52, 60-67, 69-73, 79, 80, 84-87, 90-95, 97, 99, 100, 106, 107, 114, 115, 117-121, 126, 127, 129-133, 145-149), ბოროზდინის „სამეგრელო“ (ბოროზდინი 1934: 20).

რუხის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: ენგურის მდინარეზე „ანაკრიის აღმოსავლით ... არს რუხს ციხე დიდშენი, შიგ წყარო გამომდინარე“ (ქც 4: 779,4-6).

მდებარეობს ზუგდიდის მუნიც-ში, მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე, ქ. ზუგდიდიდან 8 კმ-ის დაშორებით, ახლანდელ სოფ. რუხის ტერიტორიაზე.

XVII ს-ში რუხი სამეგრელოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული პუნქტი იყო. ამავე დროს, ის საქალაქო ცენტრიცაა. ლევან II დადიანის დროს რუხში დაასახლეს ებრაელი და სომეხი ვაჭარ-ხელოსნები. 1725 წ. ოსმალებმა რუხი დაარბიეს და მისი ციხესიმაგრეც დაანგრიეს. ამის შემდეგ რუხმა დაკარგა საქალაქო ცენტრის ფუნქცია და მხოლოდ სიმაგრეს წარმოადგენდა (პაჭკორია 1974: 45, 46).

სოფ. რუხი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1920 წ. რუხის ციხის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩნდა ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი და ლისიმაქეს ოქროს სტატერის მინაბაძი. 1930 წ. იქ შემთხვევით ნაპოვნია კოლხური მონეტა (პახომოვი 1940: 5, 7).

რუხის ციხე მდებარეობს მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე. აგებულია 1647 წ. ლევან II დადიანის მმართველობისას (ქც 4: 779,6). ციხის ფართობია 1 ჰა. გალავნისა და კოშკების ზედა ნაწილი დაზიანებულია. ციხესიმაგრე შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსაგან. ციტადელს უკავია ციხის ჩრდილოეთი მონაკვეთი. გეგმაში მოგრძოა, ელიფსს მიახლოებული. კედლის ქვედა ნაწილის სისქე 4-6 მ შორის მერყეობს, ზედა ნაწილი 3-5 მ-ია. ნაგებია რიყის ქვით. ციტადელის გალავანში ჩაშენებულია ოთხკუთხა გეგმის კოშკები (ზაქარია 1970ა: 167-169).
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1971: 62; ბოროზდინი 1934: 20; ბროსე 1861: 228; ბურჯანაძე 1959: 195; გიულდენშტედტი 1962: 325; გორგიჯანიძე 1926: 33; დადიანი 1962: 180; ვიტსენი 1705: 516; ზაქარაია 1970ა: 167-169; მცირე ქრონიკები 1968: 60; ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 23-27; 30-40, 45-52, 60-67, 69-73, 79, 80, 84-87, 90-95, 97, 99, 100, 106, 107, 114, 115, 117-121, 126, 127, 129-133, 145-149; პაჭკორია 1974: 45, 46; პახომოვი 1940: 5, 7; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 255; სიგელები ... 1891: 382; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 255, 670, 677; ქრონიკები 1967: 312, 321, 366, 517, 622, 637, 639; ქც 2: 533,6; ქც 4:779,5,8,9, სქ. 3,4; 864,11; 883,21; შარდენი 1975: 115, 230, 248-250.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9