სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საბატე


(ქც 4: 319,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 319,22), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 113; საქ. სიძ. 1909: 124, 125), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 325, 326; 1970ა: 621, 624, 625, 700), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 48), 1721 წ. აღწერის მასალები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 39).

ვახუშტი ბაგრატიონი საბატეს შესახებ გადმოგვცემს: „ერთვის ქციას ხევი ერან-თურანისა, გამოსდის ერჯევნის მთასა, მოერთვის ჩდილოდამ, საბატეს, ქციას“ (ქც 4: 319,21-23).

მდებარეობს თრიალეთში, მდ. ქციის მარცხენა ნაპირზე, ერან-თურანისა და ბეშთაშენის ხევებს შორის, ეძანის დასავლეთით (ლორთქიფანიძე 1938: 340). „საბატე“ ორი სოფელი იყო. მათგან ერთს „პატარა საბატე“ ერქვა (ლორთქიფანიძე 1938: 340; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 625). საბატეს თანამედროვე შესატყვისი შეპიაკი უნდა იყოს (მელიქსეთ-ბეგი 1934: 34).

XVII ს-ში საბატე დედოფლის სახასო სოფლად ითვლებოდა (მასალანი საქ. სტატ. 1907: 390). XVIII ს-ში ის მუსხელიშვილების სამოურავო სოფელია. XVIII ს-ის მეორე ნახევარში საბატე მუსხელიშვილებისა და თურქესტანიშვილების სოფელი იყო (ლორთქიფანიძე 1938: 340).

საბატე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 48; ბერძენიშვილი 1964: 141; ლორთქიფანიძე 1935: 60; 1938: 340; მასალანი საქ. სტატ. 1907: 39; მელიქსეთ-ბეგი 1934: 26-44; საქ. სიძ. 1909: 124, 125; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 325, 326; 1972: 113; 1970ა: 621, 624, 625, 700; ქც 4: 319,22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9