აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
აშა აშუ

აშატურთ-კარი

აშატურთ-კარი და ციხე (ქც 4: 361,11).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 361,11,14,სქ.1), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 37).

აშატურთ-კარი და ციხე მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, მდ. მეჯუდას სათავესთან, მის მარჯვენა ნაპირზე (გვასალია 1983: 78).

ვახუშტი ბაგრატიონი აშატურთ-კარის შესახებ გადმოგვცემს: „ჟამურის მთის კალთასა არს აშატურთ-კარი და ციხე“ (ქც 4: 361,11,12). გვიან შუა საუკუნეებში აშატურთ-კარი და ციხე შედიოდა ქსნის საერისთავოში (ქც 4: 361,9).

აშატურთ-კარი და ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 37; გვასალია 1983: 78; ქც 4: 361,11.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9